ICCAMGR ფარგლებში გამართულ ეროვნულ კონფერენციაზე განიხილეს გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების საკითხები
პოლიტიკა - 13:56, 01 Apr, 2016     397
2016 წლის 1 აპრილს, სასტუმროში “Holiday Inn Tbilisi“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” (ICCAMGR) გამართა ეროვნული კონფერენცია თემაზე „კლიმატის ცვლილება ადგილობრივ დონეზე - პოლიტიკა და ქმედება“. კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. სტუმრებს სიტყვით მიმართეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-მა თემურ მორღულიამ და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბ-მა თენგიზ შერგელაშვილმა , ასევე USAID-ის წარმომადგენლებმა.

კონფერენცია მიზნად ისახავდა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გზამკვლევის განხილვას. ამასთანავე, მოწვეულმა სტუმრებმა სომხეთიდან, საფრანგეთიდან და ავსტრიიდან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საერთაშორისო გამოცდილება და გააცვნეს პრაქტიკული მექანიზმები კლიმატის ცვლილების შესახებ ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის შესახებ.

ICCAMGR პროგრამა მიმართულია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის დღის წესრიგში გარემოს დაცვითი და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ინტეგრირებაზე. პროგრამამ დაიწყო კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პრაქტიკის ინსტიტუციონალიზაცია მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილების და მდგრადი განვითარების სპეციალური კომისიების შექმნის გზით. დღეისათვის, მუნიციპალიტეტებში უკვე შექმნილია კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების 65 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ კომუნიკაციას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებებს შორის კლიმატის ცვლილების საკითხებზე. აღნიშნულმა ჯგუფებმა, პროექტის ფარგლებში, გაიარეს გადამზადების კურსი და შეიძინეს საკუთარ მუნიციპალიტეტებში კლიმატის ცვლილებასთან გამკლავება-ადაპტაციის უნარ-ჩვევები. ამ კომისიების (სამუშაო ჯგუფების) ამოცანაა ხელი შეუწყონ ორგანული კანონით დადგენილი ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მართვის, სივრიცითი დაგეგმარებისა და მდგრადი განვითარების სფეროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42