გიორგი მღებრიშვილი რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრ როგერ ლევენცს შეხვდა
პოლიტიკა - 13:34, 01 Apr, 2016     934

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შს მინისტრი ფედერალური მიწების შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ქალაქ მაინცში გიორგი მღებრიშვილი რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ როგერ ლევენცს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა და როგერ ლევენცმა ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რაინლანდ-პფალცის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ურთიერთგაგების მემორანდუმს“, რომელიც თანამშრომლობის ძირითად სფეროებს განსაზღვრავს და პოლიციელთა შესაძლებლობების განვითარებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე რაინლანდ-პფალცის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მზაობას, უფრო მჭიდრო გახდეს გერმანიასთან თანამშრომლობა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის ინფორმაცია, რასაც თქვენ კრიმინალთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პროცესში გვაწვდით. ორგანიზებულ დანაშულს არა აქვს საზღვრები და არც ეროვნება. ეს ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვანახა იმ ტრაგედიამ, რაც ცოტა ხნის ბრიუსელში და უფრო ადრე, პარიზში მოხდა. ამ პრობლემის დასაძლევად მთავარია საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავება და საპოლიციო თანამშრომლობა. მემორანდუმი, რომელიც დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გავაფორმეთ, ჩვენს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობების განვითარების საუკეთესო საფუძველია“.

საქართველოს შს მინისტრის თქმით, „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, გერმანიასთან იყოს მჭიდრო ურთიერთობა არა მხოლოდ ფედერალურ, არამედ, მიწების დონეზეც. დროა, ურთიერთობების ახალ, კიდევ უფრო ქმედით ეტაპზე გადავიდეთ. აუცილებელია შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობები, ერთმანეთს გავუზიაროთ ინფორმაცია, გამოცდილება და დანაშაულთან ბრძოლის საერთო სტრატეგია შევიმუშაოთ“.

რაინალდ-პფალცის შს მინისტრის მოადგილე გიუნტერ ქერნმა ქართული დელეგაციის წევრებს ფედერალური მიწის საპოლიციო სისტემისა და კრიმინალური სამსახურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარეები, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საგამოძიებო და ოპერატიული ჯგუფების სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

რაინლანდ-პფალცის ფედერალურ მიწაზე სამუშო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილი ქალაქ ჰანში პოლიციის უმაღლეს სკოლას ეწვია. საქართველოს შს მინისტრს სასწავლებლის ხელმძღვანელმა ფრიდელ დრიუბენმა უმასპინძლა და ინსტიტუტის სწავლების სისტემა და მეთოდიკა გააცნო.

შეხვედრაზე პოლიციის უმაღლეს სკოლასა და შსს-ს აკადემიას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ჩვენ ცოდნითა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით უნდა დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რაც პოლიციის წინაშე დგას“, - აღნიშნა საქართველოს შს მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილი ფრიდელ დრიუბენს საქართველოს შსს-ს აკადემიის საპოლიციო განათლების რეგიონულ ცენტრად გარდაქმნისა და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ესაუბრა. მხარეები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, პედაგოგებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42