ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ქუთაისში დაახლოებით 200-მდე კერძო სამედიცინო და საგანმანათლებო სასწავლებელია, რომლის კვლევა როგორც მერიაში განმარტავენ, ერთ თვეში დასრულდება.
ქუთაისის მერის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის განმარტებით, აღნიშნული აღწერები ხელს შეუწყობს ბიზნესობიექტებს სამედიცინო და განათლების სფეროში ჯერ პრობლემების გაცნობას და შემდეგ, მის მოგვარებას.
"ჩვენი მიზანი არის გამოვიკვლიოთ ქალაქში ბიზნესის მდგომარეობა, მათ შორის ჯანდაცვის და განათლების სფეროში. რომ გავიგოთ თუ სად რა პრობლემა არის", - განმარტავს პაატა კლდიაშვილი.
მისი განმარტებით, ეკონომიკის სამსახურს კიდევ დაახლოებით 20-მდე სხვადასხვა სფეროში აქვთ ანალოგიური აღწერები დაგეგმილი.
ქუთაისის მერიამ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, გასულ წელს 300 საწარმო და 3 3 279 სუბიექტი გამოიკითხა.
მაშინ ბიზნესობიექტების წარმომადგენლები მერიის ამ ინიციატივას იწუნებდნენ.
ქალაქში ბიზნესობიექტების შესწვლაზე მერიაში დაახლოებით 80-მდე ადამიანი მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები






