საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. პარტიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რესპუბლიკელები ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენ გვექნება მცდელობა საკითხები პარლამენტში გადავწყვიტოთ იმ რეჟიმში, სადაც შესაძლებელია უმრავლესობა, გადწყდება უმრავლესობით, ხოლო სადაც ჩვენ არ ვეთანხმებით, არც ადრე ვეთანხმებოდით და არ ვაძლევდით ხმებს, ახლა მითუმეტეს ძალიან მკვეთრად დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციებს და დავაყენებთ ალტერნატიულ წინადადებებს, არავითარი ბლოკი არ იქმნება, გამოვცდით როგორ ვუყვარვართ ქართველ ხალხს და ერთხელ და სამუდამოდ შევაწყვეტინებთ მტერს და მოყვარეს საუბარს იმაზე, როგორ ვერ გვიტანენ. თუ ვერ გვიტანენ წავალთ სახლში, არ არის პრობლემა“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






