სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმე განიხილეს
პოლიტიკა - 19:20, 31 Mar, 2016     1910
რუსთავი 2-ის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. დღეს ტელეკომპანია საქართველოს ქონებაზე დადებული ყადაღა განიხილეს. სააპელაციო სასამართლოში TV საქართველოს ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე თვის წინ საქართველოს წილები მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააყადაღა.

ადვოკატებმა მოსამართლეთა კოლეგიას არგუმენტები წარუდგინეს.

„ყადაღა სარჩელის უზრუნველყოფის სახით ემსახურება სწორედ იმას, რომ შესაძლებელია მომავალში დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა და იმისათვის, რომ არ გახდეს რთული ამ მოთხოვნის აღსრულება, სწორედ ამ მიზნით ედება კონკრეტულ ქონებას ყადაღა. ვინაიდან მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული 3 ნოემბერს, გაუგებარია მოსამართლემ რატომ დატოვა ძალაში, ეს ყადაღა, როცა მან თავადვე არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. ვფიქრობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს აქვს, ყველა ის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მისცემს მას საშუალებას, გააუქმოს მოსამართლე ურთმელიძის მიერ მიღებული ეს უკანონო განჩინება,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

რუსთავი 2-ის იურისტების არგუმენტებს არ ეთანხმება ქიბარ ხალვაშის ადვოკატი. პაატა სალია ამბობს, რომ ხელშეკრულება შეიცავდა ისეთ დათქმებს, რომელიც მომავალში შესაძლოა საზიანო ყოფილიყო ტელეკომპანიისთვის.

„ეს ხელშეკრულება ჩვენი აზრით, შეიცავდა ისეთ დათქმას, რომელიც მომავალში შესაძლოა საზიანო ყოფილიყო ტელეკომპანია რუსთავი 2-ისთვის. მაგალითად საუბარი იყო იმაზე, რომ მესამე პირი, ყოველგვარი სასყიდლის გარეშე 6 მილიონს ჩუქნიდა რუსთავი 2-ს , არ არსებობს ასეთი გარიგება ბიზნესში“-განაცხადა პაატა სალიამ.

დღეს გამართულ პროცესზე განცხადება გააკეთა, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა. ნიკა გვარამიამ განვითარებულ მოვლენებზე და საქმეში ძმები ყარამანაშვილების დაინტერესების მიზეზებზე ისაუბრა.

„კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მთელი კომპანიის ყოფნა-არყოფნის საკითხი და ჩამოშლა მისი ფინანსური სტაბილურობისა, ვგულისხმობ რეალურად მათ შორის მისი ეთერის შეწყვეტასაც. მათ გააკეთეს ჩემი აზრით სწორი არჩევანი, მათ გადაწყვიტეს დაეთმოთ მინიმალურ ფასად საკუთარი წილები, ამ კონტრაქტის საერთო ჯამური ღირებულება არის 6 მილიონ 400 ათასი, ამიტომ იყვნენ ამ ყველაფრით დაინტერესებულნი ძმები ყარამანაშვილები, რომ 6 მილიონი დოლარით იზრდებოდა მათი კაპიტალიზაცია, რომელშიც ისინი წარმოადგენდნენ თუ არ ვცდები 40%-ს,“-განაცხადა ნიკა გვარამიამ.


წყარო rustavi2.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42