ჩვენ ვიხილეთ "ქართული ოცნების" დასასრულის დასაწყისი- დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 18:26, 31 Mar, 2016     2068

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლას „ქართული ოცნების“ დასასრულის დასაწყისად აფასებს. ბაქრაძის თქმით პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო, ლოგიკურად გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ქართული ოცნების საბოლოო ჩამოშორებით ხელისუფლებიდან:

“რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაფორმდა კოალიცია ქართული ოცნების რღვევის დაწყება. მთელი ის საუბარი, რაც მოვისმინეთ კონსტრუქციაზე, რომ თითქოს პარტია ინარჩუნებს მინისტრების პორტფელებს და ამავე დროს, მიდის ოპოზიციაში, გახლავთ უბრალოდ, საზოგადოებისთვის თვალის ახვევა, ვინაიდან წარმოუდგენელია, რომ ნახევარი პარტია იყოს ხელისუფლებაში, ხოლო ნახევარი ოპოზიციაში. ასეთი რამ პოლიტიკაში არ ხდება. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - ეს პროცესი გაგრძელდება, ეს პროცესი გაგრძელდება რესპუბლიკელების მთლიან გასვლამდე კოალიციიდან და რესპუბლიკურ პარტიას მიყვება სხვა პარტიები. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების დასასრულის დასაწყისის ოფიციალური გაფორმება. ეს სრულიად ბუნებრივია, ვინაიდან ქართულ ოცნებას თავიდანვე არ ჰქონდა არავითარი ღირებულებითი ერთიანობა, ეს არის ერთი ადამიანის მიერ მეორის წინააღმდეგ შექმნილი პარტია, რომელსაც არ აერთიანებდა ღირებულებები, არ გააჩნდა მომავლის ხედვა, არ გააჩნდა ქვეყნის განვითარების გეგმა. ამან მიგვიყვანა დღევანდელ დღემდე, როდესაც ქვეყანა პრაქტიკულად გაჩერებულია, მოსახლეობაში არ არის მომავლის ხედვა, ადამიანებს აღარ აქვთ ხვალინდელი დღის რწმენა და არავინ არ იცის, საით მიდის ქვეყანა და რა იქნება ხვალ. ამიტომ, ქართული ოცნების დაშლა, რომელიც დღეს დაიწყო, ლოგიკურად გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება ქართული ოცნების საბოლოო ჩამოშორებით ხელისუფლებიდან 2016 წლის არჩევნებზე. ოქტომბრის არჩევნებზე დაშლილ და დანაწევრებულ ქართულ ოცნებას ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას და ჩვენი ამოცანა იქნება, მივიდეთ არჩევნებამდე მშვიდობიანად, ჩავატაროთ არჩევნები დემოკრატიულად და ქართველ ხალხთან ერთად, ისტორიას ჩავაბაროთ ის პარტია, რომელმაც ქვეყანას გაჩერების, უიმედობის და ფრუსტრაციის მეტი ვერაფერი ვერ მოუტანა. ჩვენი ამოცანა იქნება, 2016 წლის არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს ხვალინდელი დღის რწმენა, განვითარების განცდა და ხალხმა იგრძნოს, რომ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც აწუხებს მოსახლეობის პრობლემა, რომელიც ზრუნავს ხალხზე და რომელსაც გააჩნია ქვეყნის განვითარების მწყობრი გეგმა. ”- განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42