კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების დაჩქარებას ითხოვს
პოლიტიკა - 17:25, 31 Mar, 2016     2609

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების დაჩქარებას ითხოვს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია. "თავისუფლების" ლიდერი აცხადებს რომ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, თუმცა დარწმუნებული არ არის, არსებობს თუ არა მმართველ გუნდში პოლიტიკური ნება, საქმის რეალურად გამოძიებისთვის.

კონსტანტინე გამსახურდიამ დღეს მიმართვა გაავრცელა, რომელსაც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

"საქართველოს პრეზიდენტს,

ბატონ გიორგი მარგველაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრს,

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს,

ბატონ დავით უსუფაშვილს

საქართველოს მთავარ პროკურორს

ბატონ ირაკლი შოთაძეს

31 მარტს შესრულდება ოცდახუთი წელი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებიდან, რომლის საფუძველზეც 1991 წლის 9 აპრილს მიღებული იქნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

მოახლოებული თარიღები ქმნის საბაბს და საფუძველს, რათა კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი და პირველი პრეზიდენტი, ბატონი ზვიად გამსახურდია და პატივი მივაგოთ ამ დიდი ადამიანის ხსოვნას.

ამავე დროს გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ფართო საზოგადოებისათვის კვლავაც უცნობია ქვეყნის პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების ნამდვილი გარემოებები და მიზეზები. გასული წლის ზაფხულში საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ზ. გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს შეუცვალა კვალიფიკაცია და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც გვაფიქრებინებს, რომ პროკურატურამ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები მკვლელობის ვერსიის დასადასტურებლად.

თუმცა, როგორც ჩანს, ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან მეტი ძალისხმევის გამოჩენა იქნება საჭირო, რათა ბოლომდე მოეფინოს ნათელი ჩვენი ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს და დადგინდნენ მკვლელობის კონკრეტული დამკვეთები და შემსრულებლები. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მთავარ პროკურორს, რათა, მათი უფლებამოსილების ფარგლებში, აუცილებელი პოლიტიკური ნება და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ ამ საკითხის მიმართ, რომელსაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა გააჩნია უახლოესი ისტორიის სწორად გაგებისა და აქედან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფოს მომავალი განვითარებისათვის"- წერია განცხადებაში, რომრლსაც ხელს აწერენ:

კონსტანტინე გამსახურდია

ახალი მემარჯვენეები

ევროპელი დემოკრატები

ეროვნულ-დემოკრატიული პარტია

თავისუფლება

თავისუფალი საქართველო

რეფორმატორთა კავშირი

ტრადიციონალისტთა კავშირი

ქრისტიან დემოკრატიული პარტია

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42