„გვეხვეწებოდა, გადამატრიალეთ ყველაფერი მტკივაო...“ - რას ყვება თვითმხილველი სასწრაფოზე, რომელიც ბეგაშვილის შვილის გადმოვარდნას შეესწრო
სოც.მედია - 17:10, 31 Mar, 2016     26140

ფეისბუკმომხმარებელი ირაკლი ჩორგოლაშვილი აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის მე-5 სართულიდან გადმოვარდნას შეესწრო და ამ ამბის თვითმხილველია. ფეისბუკის პირად გვერდზე თვითმხილველი კრიტიკულ წერილს აქვეყნებს, რომელის ადრესატიც სასწრაფო დახმარების სამსახურია.

„ვფიქრობ ყველამ იცით რამოდენიმე დღის წინ მომხდარი შემთხვევის შესახებ, როდესაც ახალგაზრდა გოგონა გადმოვარდა მე-5 სართულიდან. მე პირადად შევესწარი ამ ფაქტს და მინდა ჩემს თვალწინ განვითარებულ მოვლენებს შევეხო, კერძოდ კი სასწრაფო დახმარების მუშაობის არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობასა და გულგრილ მიდგომას. ახლა, დამშვიდებულ გონებაზე შევეცდები ზუსტად აღვწერო განვითარებული მოვლენები.
შემთხვევის დადგომიდან 2-3 წუთში, 6:29 წუთზე დავრეკე 112 Georgia/112 საქართველო და შევატყობინე მომხდარის შესახებ, აქვე ვუთხარი რომ გოგონა ცოცხალი იყო და მას სასწრაფოდ სჭირდებოდა დახმარება. მითხრეს რომ ბრიგადა გამოსული იყო და მალე მოვიდოდა, თუმცა ეს მალე გაიწელა დაახლოებით 22-23 წუთი. პერიოდულად ვრეკავდი 112-ში და ვეკითხებოდი სად იყო იყო სასწრაფო დახმარება და რატომ უნდებოდა ამდენი ხანი ადგილზე მისვლას, ოპერატორმა მომახსენა რომ ბრიგადა სხვა გამოძახებაზე იყო და იქიდან მოდიოდა... გამოსული ვიყავი ქუჩაში სასწრაფოს დასახვედრად და ბოლოს როგორც იქნა დავინახე სასწრაფო, რომელმაც პეტრიაშვილის ქუჩიდან ამოუხვია და ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოსეირნობდა, მოყვებოდა მის წინ მიმავალ მანქანას მშვიდად და აუღელვებლად, არ ჰქონდა ხმოვანი სიგნალი ჩართული და რომ არა ჩემი და პატრულის(პატრულის ეკიპაჟი დაახლოებით 10 წუთში ადგილზე იყო) ძახილი და ხელების ქნევა სხვა ქუჩაზე აუხვევდა. მიუხედავად ამისა ერთი წამითაც არ უფიქრია აჩქარებულიყო და ასევე ზანტად გააგრძელა ჩვენი მიმართულებით მოძრაობა. მას შემდეგ რაც ადგილზე მივიდნენ და გოგონას გაუკეთეს დამამშვიდებელი(ჩემი ვარაუდია), საკაცეზე გადააწვინეს ისე რომ კისერი არ დაუფიქსირეს...
გადააწვინეს საკაცეზე ადამიანი რომელიც მე5-ე სართულიდან გადმოვარდა,სასწრაფოს მოსვლამდე გვეხვეწებოდა გვერდზე გადამატრიალეთ ყველაფერი მტკივაო და მიუხედავად დიდი სურვილისა ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ პატარა გოგონას რაიმეთი დავხმარებოდით და მისთვის ტკივილი შეგვემსუბუქებინა, ვცდილობდით მისთვის ამის საშუალება არ მიგვეცა რადგან ისეთი დილეტანტისათვისაც კი, როგორიც მე ვარ პირველადი დახმარების აღმოჩენაში, ცხადი იყო რომ მისი განძრევა ამ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რადგან სავარაუდოდ ხერხემალი და შეიძლება ფუძის ძვალიც კი დაზიანებული ჰქონდა და მისი განძრევა ამ მდგომარეობაში შესაძლოა ფატალურადაც კი დასრულებულიყო. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, პატარა გოგონას, სასწრაფო დახმარებაში მომუშავე "პროფესიონალები" აწვენენ საკაცეზე და არ უფიქსირებენ კისერს!
ახლა მაქვს რამოდენიმე კითხვა თქვენთან 112 Georgia/112 საქართველო
1. თუ არ გყავთ შესაბამისი რაოდენობის ბრიგადები, რომ გასაჭირში მყოფ ადამიანს სწრაფად აღმოუჩინოთ დახმარება, როცა მათი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და თითოეული წამი გადამწყვეტია, რატომ არ ამატებთ ბრიგადებს?
2. რატომ არ ჰქონდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას ხმოვანი სიგნალები ჩართული და რატომ მოსეირნობდა მშვიდად და აუღელვებლად?
3. რატომ არ დაუფიქსირეს ადამიანს კისერი, როცა სახეზე იყო მრავლობითი მოტეხილობები გამოწვეული სიმაღლიდან ვარდნის გამო?

აქვე დიდი "სიყვარულით" მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს ვინც არ ატარებს სასწრაფო დახმარების ბრიგადას, სახანძრო დახმარების მანქანასა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟსაც კი.
აუცილებლათ საკუთარ თავზე და საყვარელ ადამიანზე უნდა გამოსცადოთ ის საშინელება, რაც შეიძლება მათ დაგვიანებას მოჰყვეს?“-წერს ირაკლი ჩორგოლაშვილი ფეისბუკის პირად გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42