როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციას არჩევნების მოდელთან დაკავშირებით პრინციპული საკითხები აქვს, რომელიც არა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტზეა ორიენტირებული, არამედ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარენისთვისაა აუცილებელი.
„ჩვენ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რეჟიმში ვართ შესული, არ ვიცი რა შედეგი იქნება ამ მოლაპარაკებიდან, თუმცა ჩვენ გვაქვს პრინციპული საკითხები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არის არა რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტზე ორიენტირებული, არამედ ქვეყანაში სამართლიან არჩევნებზე, ველოდებით პასუხს ხელისუფლებისგან, რომელიც ჯერჯერობით არ ისმის. იმედი გვაქვს, რომ პასუხი იქნება, სხვა შემთხვევაში მოლაპარაკებების დაწყება ნამდვილად არასერიოზული პასუხი იქნებოდა მათი მხრიდან"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
მისი თქმით, ინტერპარტიული ჯგუფი ინტენსიურად იკრიბება და მოვლენების განვითარების ყველა სცენარზე მსჯელობს.
"ვართ რეჟიმში,როდესაც ვემზადებით ყველა სავარაუდო ვარიანტისთვის, რაც შეიძლება იყოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენთვის პრინციპულია და გვესმის, რომ ევროსაბჭოს და ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას საერთაშორისო დონეზე შესაძლოა პრობლემები შეექმნას თუ არჩევნები არ ჩატარდება სამართლიან გარემოში, ეს ძალიან პრინციპული საკითხია, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს არა ვიღაცაზე გააკეთოს აპელირება, ვისაც შეიძლება ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს როგორც პოლიტიკური სამქიანობის, არამედ მათი აზრი უნდა იყოს, რომ ისინი მზად არიან ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები, მაგრამ ამას მხოლოდ განცხადება არ შველის, ამისათვის საჭიროა რეალური რეფორმები საარჩევნო კანონმდებლობაში, რეალური რეფორმა კონსტიტუციაში, ვნახოთ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული. სხვა შემთხვევაში ჩვენ გვაქვს გეგმა „ბე“, რომლის დახვეწასაც და პრაქტიკულ მომზადებასაც ვახდენთ, წინასწარ ამ გეგმებზე არ ვისაუბრებ. ეს არ იქნება ხელისუფლებისთვის სახარბიელო, ჩვენ უკან დასახევი არაფერი გვაქვს, საუბარია ქვეყნის ინტერესებზე"- დასძინა ედპ-ს ლიდერმა.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მომზადებული ფორმატი დასავლეთისთვის კარგად არის ცნობილი.
მასალის გამოყენების პირობები






