„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა
პოლიტიკა - 15:23, 31 Mar, 2016     1651
2012 წელს წინასაარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობას არ მიიღებენ; პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა, - არჩევნებში მონაწილეობის ფორმასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ მისაღები ფორმაა, “ქართული ოცნება“ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს, მაგრამ ამის მიუხედავად, პარტიების აზრით, საჭიროა, მთავრობაში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ არჩევნებზე ბლოკის ფორმით გავიდა, სრულიად სხვა რეალობა და ძალიან მძიმე წინასაარჩევნო პროცესი იყო, ხოლო დღეს სხვაგვარი რეალობაა.

„დემოკრატიული განვითარება ამ პერიოდში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. დღეს საარჩევნო პროცესი გაცილებით გამჭვირვალე და დემოკრატიულია, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ნორმალური გადაწყვეტილება, რომელშიც განსაკუთრებული არაფერი უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა, რომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ და ამ კუთხით, არჩევნებამდე, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

თუმცა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს დიდწილად დამოკიდებულია, რამდენად წარმატებული იქნება პარტიათა ურთიერთობის ნორმალური რეჟიმის გაგრძელების მცდელობა.

„პოლიტიკური დღის წესრიგი დღეს არ გვკარნახობს იმას, რომ რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ მთავრობის შემადგენლობაში“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას სრულად ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარე. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, „რესპუბლიკური პარტიის“ გადაწყვეტილება მიღებულია კოალიციის ლიდერებთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42