"არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპროტესტო აქციებისათვის მზადება უნდა დაიწყოს" - კახა კუკავა
პოლიტიკა - 14:49, 31 Mar, 2016     756
"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა, რომელიც საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრია, აცხადებს, რომ ოპოზიციამ საპროტესტო აქციებისათვის მზადება უნდა დაიწყოს.

როგორც კუკავამ აღნიშნა, ის მოლაპარაკებები, რომელიც დაიწყო მთავრობასთან იმის იმედით, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის კონსტრუქციულობა რაიმეს შეცვლიდა უშედეგო გამოდგა.

"ეს დიალოგი არის ძალიან ახლოს ჩაშლასთან, პრაქტიკულად ხელისუფლება ვერ ახერხებს და არ აქვს იმის უნარი, რომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და მე მიმაჩნია, რომ არასაპარლამენტო ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მსჯელობა და მზადება საპროტესტო აქციებისათვის, ვინაიდან დღევანდელ ხელისუფლებასთან სხვა ნებისმიერი კონსტრუქციული საშუალება არის ამოწურული. დარჩა კიდევ ერთი კვირა ხელისუფლებას გაგვცეს პასუხი ჩვენს კითხვებზე, რომელიც საარჩევნო რეფორმას შეეხება, თუ ხელისუფლებამ უარი განაცხადა და მან ღიად განაცხადეს გასული ორი დღის განმავლობაში, დროულის განცხადებების პასუხად, რომ არჩევნების გაყალბებას აპირებდნენ, ასეთ შემთხვევაში საპროტესტო აქცია, ქუჩის აქცია გარდაუვალია. სამწუხაროდ, ის ვადები, რომლებიც იქნა შეთანხმებული ფორმალურად არ ამოწურულა, მაგრამ ის ტემპი, რა ტემპითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, აჩვენებს, რომ ამ ვადებში ეს მოლაპარაკებები ვერ მოესწრება"- განაცხადა კუკავამ.

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისში, ინტერპარტიული ჯგუფის მორიგი შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42