ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 12:41, 31 Mar, 2016     1377

მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N27-ში მდებარე მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით განმვარტავთ, რომ 2015 წლის 15 დეკემბრის მთავრობის დადგენილებით, ფიზიკურ პირს დავით ისახანაშვილს პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საკუთრებაში გადაეცა ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე N27-ში მდებარე 2653.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. სანაცვლოდ ინვესტორმა აიღო ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში, სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან“ შეთანხმებული პროექტის მიხედვით, ქ. მცხეთაში, არმაზის დასახლებაში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 10350 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ააშენოს არანაკლებ ორსართულიანი, 867 კვ.მ. ფართის მქონე შენობა-ნაგებობა, რომელსაც ახალი მუზეუმის მოსაწყობად, გარემონტებულ მდგომარეობაში, უსასყიდლოდ გადასცემს სახელმწიფოს. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საინვესტიციო პროექტის ღირებულება ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად აღემატება გადაცემული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, მეორეს მხრივ კი ცალსახად აუმჯობესებს ეროვნული მუზეუმის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობებს.ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ქ. მცხეთაში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე 27-ში მდებარე მუზეუმი არ შეესაბამებოდა თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს, რაც საფრთხეს უქმნიდა იქ დაცულ არქეოლოგიური ექსპედიციების შედეგად სხვადასხვა წლებში აღმოჩენილ ექსპონატებს და კვლევით მასალებს. ახალი შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე კვლევითი ლაბორატორიით და საგანმანათლებლო სივრცით. დაბეჯითებით აღვნიშნავთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმის მოთხოვნები სრულად გათვალისწინებული და ასახულია ინვესტორის მიერ ნაკისრ ვალდებულებებში. ასევე ხაზგასმით ავღნიშნავთ, რომ მუზეუმის უკლებლივ ყველა თანამშრომელი მუშაობას გააგრძელებს თანამედროვე სტანდარტების ახალ მუზეუმში, უკეთეს სამუშაო პირობებში"- ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42