ჩემმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროპულ პრინციპებს უკავშირდება- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 11:36, 31 Mar, 2016     1359
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. „წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს. მე გადავწყვიტე, რომ ამ პერიოდისათვის მეწოდებინა გზა - დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ. 25 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. ერთია - გათავისუფლდე ვიღაცისაგან, მეორეა - მიაღწიო რეალურ თავისუფლებას, მიაღწიო საზოგადოების თავისუფლებას, ისეთ თავისუფლებას, რომლითაც დღეს აშშ-ში სარგებლობენ, მიუხედავად შიდაპოლიტიკური მღელვარებისა. მას შემდეგ კი რაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობას, ჩვენი მიზანია თავისუფალება. საქართველოსათვის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენს წინაშეა საპარლამენტო არჩევნები, რეგიონში მზარდი საფრთხეები და რთული ვითარება. ჩვენ ვხედავთ საშინელ ტერორისტულ აქტებს პარიზში, ბრიუსელში, თურქეთსა და მსოფლიოს სხვადასხვაქვეყნებში. ვხედავთ თუ რა გამოწვევებია კაცობრიობის წინაშე. ეს გამოწვევები იმ სახელმწიფოების წინაშეცაა, რომლებიც ყველაზე დაცულად ითვლებიან და გაწევრიანებულნი არიან უსაფრთხოების თვალსაზრისით ძლიერ ალიანსებში. ვართ თუ არა მზად თვალი გავუსწოროთ რეალობას - რომ ნატოსა და მისი სახელმწიფოების უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული სხვა სახელმწიფოთა უსაფრთხოების გარეშე, ისეთების როგორიცაა საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. ჩემმა ხალხმა ნათლად აირჩია საკუთარი გზა, ღირებულებები და ხედვა, რომელიც ევროატლანტიკურ და ევროპულ პრინციპებს უკავშირდება. ჩვენ ვიყავით ამ ღირებულებების ერთგულები და 25 წლის განმავლობაში, ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ბევრი გავაკეთეთ, რათა რეალურად გვეჩვენებინა ევროსტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ საქართველოს შეუქცევადი სწრაფვა. ამ მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. ამ ეტაპზე, რის გაკეთებასაც ვცდილობთ არის ის, რომ მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს ვაჩვენოთ, რომ მრავალი საკითხის გადაწყვეტა საქართველოს, ევროპასა და ამერიკას შორის მჭიდრო პარტნიორობასა და თანამშრომლობაშია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას.


საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტის დეიმონ ვილსონის განცხადებით, ატლანტიკურ საბჭოს ძლიერი ხედვა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალთან დაკავშირებით. „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში“-აღნიშნა ვილსონმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42