გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 10:43, 31 Mar, 2016     550

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბავარიის ვიცე-პრემიერს, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრს, იოაჰიმ ჰერმანს შეხვდა.

შეხვედრას ბავარიის ფედერალური მიწის კრიმინალური პოლიციის პრეზიდენტი რობერტ ჰაიმბერგერი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური ასპექტები, მათ შორის, ორგანიზებული დანაშულის და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

როგორც ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ბავარიაში საქართველოდან ჩასული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი, სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან შედარებით, საკმაოდ დაბალია. თუმცა, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა და ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. იოაჰიმ ჰერმანის თქმით, „გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით არ იდევნებიან. ამდენად, ბავარიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსულ პირთა 99 %-ზე მეტს უარი ეთქვა. ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი „თავშესაფრის მაძიებლების“ საკითხის განხილვის ევროკავშირში არსებულ, გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ქვეყანაში დარჩნენ და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ ამ არაჯანსაღ მიდგომას საერთო ძალისხმევა დავუპირისპიროთ“.

თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა: „ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები ბავარიის მიწაზე დანაშაულის ჩამდენ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის პირთა ოცეულშიც კი არ ხვდებიან, სიმშვიდის საფუძველს არ გვაძლევს. მართალია, დანაშაული გერმანიაში ხდება, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემაცაა. საჭიროა, ურთიერთთანამშრომლობით უფრო კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ ამ მაჩვენებლის მინიმუმამდე შესამცირებლად. როგორც პრაქტიკოს პოლიციელს, რომელმაც კარიერა რიგითი გამომძიებლობიდან დავიწყე, კარგად მესმის, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფორმაციას ენიჭება. ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას გამოვხატავ, თანამშრომლობა როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ.“

ბავარიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილს საპოლიციო თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეული პოზიტიური შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა საქართველოს პოლიციის ატაშეს ეფექტურ მუშაობას გერმანიის 16 ფედერალურ მიწაზე. იოაჰიმ ჰერმანის თქმით, საქართველოში რეადმისიის მოთხოვნით გაგზავნილი განცხადებების თითქმის 100% შესრულდა, რაც წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

როგორც საქართველოს შს მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, ვინაიდან გერმანია ფედერალური ქვეყანაა, ცალკეული ფედერალური მიწების სამართალდამცავ სტრუქტურებთან ურთიერთობას, არსებული ვითარების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრთან შეხვედრამდე, გიორგი მღებრიშვილი სამუშაო ვიზიტით სხვა ფედერალურ მიწებსაც ეწვევა.

ბავარიის ვიცე-პრემიერმა, ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და ტრანსპორტის მინისტრმა იოაჰიმ ჰერმანმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42