31 მარტის რეფერენდუმზე საუბრით დაიწყო მთავრობის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა. მან ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„სწორედ ამ რეფერენდუმის შედეგად, საქართველომ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და სწორედ მისი შედეგია ის, რომ დღეს ჩვენ დამოუკიდებელ, ევროპულ ქვეყანას ვაშენებთ. ეს გამარჯვება არის ბევრი ადამიანის დამსახურება, მათი, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ეროვნულ მოძრაობაში იყო ჩართული, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დამსახურება. დღეს მას 77 წელი შეუსრულდებოდა, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველო გახდება ისეთი ქვეყანა, რომელზეც 1991 წლის 31 მარტს საქართველოს ყველა მოქალაქე ოცნებობდა და ჩვენი ამოცანა არის სწორედ ის, რომ აღვადგინოთ მომავლის იმედის ის ნაპერწკალი, რომელიც მაშინ ყველა ჩვენთაგანის გულებში იყო“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
დღეს მთავრობის სხდომის ფარგლებში მინისტრები 27 საკითხზე იმსჯელებენ.
მასალის გამოყენების პირობები






