"რუსეთი შემოიჭრა ქართულ მიწაზე, რათა შეეფერხებინა საქართველოს განვითარება"- პრეზიდენტმა აშშ-ში რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა
პოლიტიკა - 10:08, 31 Mar, 2016     1153
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტს და აშშ-ს თავდაცვის ყოფილ მდივანს დონალდ რამსფელდს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი საქართველო - აშშ-ს ურთიერთობებს და რეგიონში არსებულ გართულებულ მდგომარეობას და საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს შეეხო.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჩვენი რეგიონის ქვეყნები საკუთარ მომვალთან დაკავშირებით ერთიანი ხედვით გამოდიან. ცენტრალური აზიის, კავკასიის, შავი და კასპიის ზღვების რეგონების ლიდერები საკუთარ მომავალს პარტნიორობასა და თანამშრომლობაში ხედავენ, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების საფუძველი გახდება, როგორ აღმოსავლეთის ასევე, ევროპის ქვეყნებისათვის.

„საქართველოს როლი სწორედ ამ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. საქართველო ცდილობს განვითარდეს, როგორც დამაკავშირებელი ხიდი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფს მთელი რეგიონისათვის ეკონომიკური, ენერგეტიკული, კულტურული ურთიერთობების უსაფრთხოებას“, - განახადა საქართველოს პრზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ავითარებს მჭიდრო ურთიერთობებს ახლო მეზობლებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ერთობლივი პროექტები უკავშირდება როგორც ენერგომატარებლებს, კასპიის ზღვიდან შავი ზღვის რეგიონისაკენ, ასევე სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ მიმართულებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია „ლაპის ლაზული“, დღეს აქტიური განხილვები მიმდინარეობს თურქმენეთთან ამ პროექტთან დაკავშირებით და რომელიც ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს მოიცავს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მხარეებმა შეხვედრისას განვიხილეს პროეტი, რომელიც 2019 წელს დასრულდება და გულისხმობს საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპისათვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას.

საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობს მეზობელი ქვეყნების პოლიტიკაში ჩაერიოს და განსაზღვროს იგი.

„რუსეთი შემოიჭრა ქართულ მიწაზე სამხედრო აგრესიით, რათა შეეფერხებინა საქართველოს განვითარება, საქართველოს განვითარების შეჩერება კი ნიშნავს ყველა იმ შესაძლებლობების დახურვას, რომელსაც ჩვენი პარტნიორები ერთობლივად მოელიან“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყოს საარჩევნო გარემოს უსაფრთხოება, რომელიც კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და საქართველოსა და რეგიონისათვის უკეთესი მომავლის განსაზღვრას გულისხმობს.

დონალდ რამსფელდთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტებს შეხვდა, რომლებიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის ახალგაზრდა ლიდერები არიან.

დონალდ რამსფელდმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისა და ფონდის სტიპენდიანტებთან დისკუსიისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვანია, რადგან აზიის ქვეყნების ბიზნესისა და სამთავრობო სექტორების ახალგაზრდა ლიდერებს შესაძლებლობას აძლევს მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარ ქვეყნებს მოახმარონ.

დონალდ რამსფელდმა შეხვადრაზე აღნიშნა, რომ რამსფელდის ფონდის სტიპენდიანტების მომდევნო, ყოველწლიური შეკრება ივნისში, საქართველოში ჩატარდება.

„საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა, იგი მაგალითია რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის დემოკრატიისა და პროგრესის თვალსაზრისით“,- აღნიშნა რამსფელდმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, იგი მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან მოვლენას საქართველო უმასპინძლებს და უზრუნველყოფს ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდრებისათვის მუდმივ დიალოგსა და ურთიერთობის შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტმა დონალდ რამსფელდს მადლობა გადაუხადა საქართველოს სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციიის პროცესში გაწეული მტკიცე მხარდაჭერისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42