ეკონომიკის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 10:02, 31 Mar, 2016     2589
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ნიუპოსტი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ემყარება არასწორ და არარსებულ ფაქტებს თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს:

1. ქ. თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე (საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც საქართველოს არქეოლოგიური მუზეუმი) უძრავი ქონება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას, რომელიც სარგებლობის უფლებით გადაცემული აქვს სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს.“ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ქონება არ ყოფილა საპრივატიზებო ნუსხაში და არც ამ ეტაპზე მიმდინარეობს რაიმე სახის საქმისწარმოება შენობის გასხვისებასთან დაკავშირებით

2. არასერიოზულია განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა „საყდრისის აფეთქებას“

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ირმა ქავთარაძეს და მისი ოჯახის წევრებს არასოდეს ჰქონიათ რაიმე შეხება თბილისში, უზნაძის ქუჩა N14-ში მდებარე ქონებასთან

ჩვენ პატივს ვცემთ საზოგადოებაში თავისუფალი აზრის არსებობას და პოზიციის გამოხატვას, თუმცა, ვთხოვთ, რომ ცალკეული მოქალაქეები ან ორგანიზაციები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს და მედიის საშუალებებს მიაწოდონ ობიექტური და გადამოწმებული ინფორმაცია."- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42