საქართველოს პრეზიდენტი NATO-სა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს შეხვდა
პოლიტიკა - 20:33, 30 Mar, 2016     972
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი NATO-სა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის აღმასრულებელი შტოს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრისას ამერიკა-საქართველოს პოლიტიკური, სამხედრო, უსაფრთხოებისა და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და NATO - საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ, საერთო ღირებულებებისა და მშვიდობისათვის ბრძოლის ყველაზე სანდო და საიმედო მოკავშირედ დასავლური სამყაროსათვის. მნიშვნელოვანია, საქართველო - ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერება, რაც მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ქვეყნებს.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ჩვენს რეგიონში, რომლის გაცხადებული მიზანიც NATO-ში და ევროკავშირში გაწევრიანებაა.

“ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური გეზი ჩვენი ისტორიული არჩევანია. ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობა ცდილობდა, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო. ჩვენ, ამ საერთო ევროპული სივრცის ბუნებრივი ნაწილი ვართ“, - განაცხადა შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა ყოველთვის იყო ზოგადად, NATO-ს გაფართოებისა და კონკრეტულად, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესში მამოძრავებელი და გამწევი ძალა.

„ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ, ვარშავის სამიტიც არ იქნება გამონაკლისი. ვისურვებდი, რომ აშშ-ს ჰქონდეს უფრო ღია და პროაქტიური პოლიტიკა საქართველოს და ჩვენი რეგიონის მიმართ; ეს კი ამერიკის პრეზიდენტის ჩართულობით უფრო ხელშესახები და ეფექტური იქნება“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო-ამერიკას შორის სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის ჯერ კიდევ გამოუყენებლი პოტენციალი არსებობს, რომლის ათვისებაც განსაკუთრებული მნიშვნელობისა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების სინთეზია, რომელიც ამ პოტენციალის ათვისების შესაძლებლობებს გაზრდის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42