,,პარტნიორი ქვეყნებისა და რუსეთის სპეცსამსახურების ერთ სიბრტყეზე დაყენება არაპროფესიონალიზმის გამოვლინებაა“ - პაატა გაფრინდაშვილი
პოლიტიკა - 18:52, 30 Mar, 2016     1587
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებას რომლის მიხედვითაც საქართველოში არა მხოლოდ რუსული სპეცსამსახურები, არამედ ,,სხვა ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებია შემოსული და მუშაობენ“ ექსპერტთა მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წევრი - ექსპერტი პაატა გაფრინდაშვილი ,,ნიუპოსტთან" საუბარში მტერი სახელმწიფოს - რუსეთის სპეცსამსახურებისა და პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების ერთ სიბრტყეზე დაყენებას არაპროფესიონალიზმის გამოვლინებად აფასებს.

"დეტალებში თუ შევალთ, რამდენიმე წელია უკვე ვსაუბრობთ, რომ გარდა ოკუპაციისა და რუსული ანექსიისა ე.წ რუსული რბილი ძალა გაზრდილია ჩვენს ქვეყანაში. ეს გამოიხატება არაერთი პროპაგანდისტული, სოკოებივით გამრავლებული პრორუსული მედიისა თუ ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოქმნაში. პოლიტიკურ განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, არაერთი სარწმუნო კვლევა დაიდო, რომ პრორუსული ძალები, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები რუსულ ფინანსების გარდა, საქართველოს მთავრობიდანაც ფინანსდებიან. ამიტომ რუსული პროპაგანდის ფონის მომატების არჩევნებთან დაკავშირება მინიმუმ არაპროფესიონალიზმია."- განუცხადა "ნიუპოსტს" გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით გომელაურს დღეს რუსული გავლენის გაზრდის შესახებ გაკეთებული განცხადების პარალელურად ამ ძალებთან გამკლავების გზებზეც უნდა ესაუბრა.

"როცა ამბობ, რომ საარჩევნოდ იზრდება რუსული გავლენა და ეს იცი, სწორედ ამ დროს უნდა გაზარდო ძალისხმევა, რომ მისი მინიმალიზება მოახდინო. ამ მიმართულებით რა ნაბიჯებია გადადგმული პირადად მე არ მომისმენია. არც ის გამიგია, რომ იმ რბილი ძალის წინააღმდეგ რაიმე ნაბიჯი გადადგმულიყო. რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში არამარტო რუსული, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიცაა შემოსული - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დღეს ლექციაზე ვიყავით და ზოგად კურსს გვიკითხავდნენ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში სხვადასხვა სპეცსამსახურები მოქმედებენ, ეს გასაგებია, თუმცა ამის ერთ სიბრტყეზე მოქცევა და არაფრის თქმა, იმის შესახებ, თუ რა გზით ხდება ამ საფრთხეების განეიტრალება არასერიოზულია. ამ მიმართულებით, მეტი ინფორმაციაა საჭირო. თეორიულადაც რომ დაუშვათ, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების არსებობა საქართველოში, ჩვენ რუსული სპეცსამსახურების "მოღვაწეობა" ცუდად გვახსოვს, მათ შორის ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობით. კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა საუბრობ არჩევნების კონტექსტში სპეცსამსახურების გააქტიურებაზე მოსალოდნელ საფრთხეებზე, მაშინ მკაფიო განცხადება უნდა გააკეთო იმაზე, რა ნაბიჯები იდგმევა ამ საფრთხეების განეიტრალებისთვის. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, თუ კი ისინი ჩვენს ქვეყანაში არიან, თანამშრომლობას ველოდები, რაც შეეხება მტრული სახელმწიფოს, რუსეთის სპეცსამსახურის გააქტიურებას აბსოლუტურად არაპროფესიონალურია მათ ერთ სიბრტყეში დაყენება"- განმარტა გაფრინდაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42