,,ნიუპოსტთან“ კომენტარში შარაშენიძე სუს-ის უფროსს შეახსენებს, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხოლო როცა საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, ექსპერტი კითხვას სვამს - რომელ ქვეყანას აქვს ისეთი მტრული ზრახვები საქართველოს მიმართ, როგორც ეს რუსეთის შემთხვევაშია?
,,გომელაური თუ ცდილობს, რომ შეარბილოს რუსული რბილი ძალის, სპეცსამსახურების პრობლემა იმით, რომ ,,სხვებიც არიან“ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. ვინც არ უნდა იყოს, ოკუპანტი ოკუპანტია და იმას უნდა მოუარო ჯერ. ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ ამას ვერ მოვუარეთ იმიტომ, რომ სხვებიც არიან. სხვას უყურებ მაშინ, როცა ოკუპანტი გყავს? უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობს, რომელ ,,სხვა ქვეყანას“ აქვს ისეთი ზრახვები და ინტერესი, რომ საქართველოში ცუდი რაღაცეები მოაწყოს, როგორც რუსეთს, ამიხსნან და მერე განვიხილოთ სხვა. არსებობს რომელიმე ასეთი ქვეყანა?“ - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






