,,თბილისის ქუჩებში განუკითხაობაა“ - ჩერნოვეცკის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
პოლიტიკა - 15:33, 30 Mar, 2016     2009
პოლიტიკური მოძრაობა ,,ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და დედაქალაქის ქუჩებში არსებული ვითარებით დაინტერესებას სთხოვს.

,,ნიუპოსტი“ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ის, რაც თბილისის ცენტრალურ ქუჩებში ხდება, განსაკუთრებით კი ტურისტულ ზონებში - სრული ქაოსი და განუკითხაობაა. ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით დაწყებული, თავშეყრის სხვადასხვა ადგილებით დამთავრებული, გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანების არმია ელოდებათ, რომლებიც დაჟინებით ითხოვენ მათგან ფულს. იმ შემთხვევაში თუ მათ არ «ეხმარებიან», ისინი ყველანაირად აწუხებენ მოქალაქეებს, ეხვევიან ფეხებზე და უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ. საქართველოს იმიჯს კი ეს მნიშვნელოვნად აზიანებს.

მსგავსი ვითარებაა ყველგან: ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლესელიძის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირზე. ეს ფაქტი პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ ტურისტული განვითარების თვალსაზრისით, არამედ ჩვენი თანამოქალაქეეისთვისაც . ამ შემთხვევაში ტურისტებზე ვამახვილებ ყურადღებას, რადგან ეს ძალიან ვნებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და დიდ ზიანს გვაყენებს როგორც ტურისტულად მიმზიდველ ქვეყანას.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში აქტიური ტურისტული სეზონი დაიწყება, დარწმუნებული ვარ, ზაფხულში საქართველოში იქნება ტურისტული ბუმი და სასურველია იმაზე ვიზრუნოთ, რომ დამსვენებლებს არ შეექმნათ მსგავსი სახის პრობლემები. უახლოეს 2-3 წელიწადში ჩვენ უნდა შევძლოთ ტურისტების რიცხვის გაზრდა 7-8 მილიონამდე ყოველწლიურად, მაგრამ მსგავსი პრობლემების ფონზე ეს მიზანი მიუღწეველი იქნება საქართველოსთვის.

ბატონო პრემიერო, მოგმართავთ ინიციატივით, რომ საქართველოს საზღვრებზე კონტროლი მეტად გამკაცრდეს. კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არის ალბათობა რომ მსგავსი საქმიანობასისთვის შემოდიან საქართველოში. მეტი ეფექტურობისთვის, საჭიროა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება, რომელიც დაამკვიდრებს ფეხით პატრულირების ინსტიტუტსაც, რომლის პირდაპირი მოვალეობა იქნება მკაცრი რეაგირების მოახდენა კონკრეტულად ასეთი ტიპის შემთხვევებზე. ამრიგად პატრულის თანამშრომლების დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ მოვაწესრიგოთ ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი.

ხოლო უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც ორჯერ ან მეტჯერ იქნებიან შემჩნეულნი მსგავს საქმიანობაში, დაუყოვნებლივ უნდა დეპორტირდნენ და გავაძევოთ ქვეყნიდან.

გარდა ამისა, ეს ადამიანები თითქმის ყოველთვის არასწრულწლოვან ბავშვებთან ერთად ითხოვენ ფულს მოქალაქეებისგან, პირველივე შემთხვევისას პატრულმა ასეთი ბავშვების შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა უნდა უზრუნველყოს, ხოლო მშობელს უნდა ჩამოერთვას ბავშვზე მეურვეობის უფლება. მსგავს ვითარებაში არასრულწლოვნები ხშირად კრიმინალური გაერთიანებების რეკეტის მსხვერპლნი ხდებიან, რომლებიც იყენებენ მათ მეტი ფულის შოვნისთვის.

ყოველთვის მქონდა უთანხმოება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ამ დრომდე ჩემთვის გაურკვეველია ის პოლიტიკა, რომელსაც ისინი აწარმოებენ, რატომ არ აქცევენ ყურადღებას ამ არასრულწლოვან ბავშვებს, რომლებიც გვხვდება ყველგან ქუჩაში, გზებზე, შუქნიშნებთან და საერთოდ რატომ არაფერს აკეთებს სოციალური მომსახურების სააგენტო იმ დროს, როცა თბილისის ქუჩებში მსგავსი განუკითხაობაა.

საქართველოში მძიმე სოციალური ფონია, თითოეულ ბავშვზე უნდა ზრუნავდეს სახელმწიფო, ბავშვის ადგილი არაა ქუჩაში და ეს პროლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია.

ბატონო პრემიერო, გთხოვთ ხელი შეუწყოთ საჭირო პროცედურების გატარებას, იმისთვის რომ მოგვარდეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც ქალაქის მაცხოვრებლებისთვის, ასევე საქართველოს ტურისტული განვითარებისთვის.

პატივისცემით, პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42