„ჩვენ გამოვედით ინიციატივით,, სწავლა იყოს ფიქსირებული თარიღით, 15 სექტემბრით, რათა მშობლებმა შეძლონ და დაგეგმონ დასვენება და არდადეგები. აღნიშნულ ცვლილებაზე მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა. პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთან 6 წელი 14 ან 15 სექტემბერს შეუსრულდათ,“ – განაცხადა ლია გიგაურმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, წელს საჯარო სკოლები 49 000–ზე მეტ პირველკლასელს მიიღებს.
როგორც ლია გიგაურმა edu.aris.ge-სთან საუბარში აღნიშნა, 2016–17 სასწავლო წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები არ განხორციელდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს საჩუქრად სახელმძღვანელოებს, ხოლო პირველკლასელებს ტრადიციისამებრ გადაეცემათ პორტატული კომპიუტერები. კომპიუტერების შესაძენად ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, სწავლის დაწყებით თარიღს ყველა კერძო სკოლა თავად განსაზღვრავს.
პირველკლასელთა რეგისტრაცია 2016-17 სასწავლო წლისთვის 4 აპრილს დაიწყება – პროცედურები
მასალის გამოყენების პირობები






