"პროკურატურა პოლიტიზირებულია, აქცენტის გადატანა პოლიტიკაზე სურთ"- ვანო მაჭავარიანი
პოლიტიკა - 13:02, 30 Mar, 2016     1751
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ვანო მაჭავარიანი პროკურატურაში მის გამოკითხვას აფასებს და ამბობს, რომ საგამოძიებო სტრუქტურა აქცენტის პოლიტიკაზე გადატანას ცდილობს.

როგორც "ნიუპოსტს" მაჭავარიანმა განუცხადა, ძირითადი კითხვები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იყო. ექსპერტს ეჭვი ეპარება, რომ საგამოძიებო უწყება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმეს ეფექტურად გამოიძიებს.

"მე მივაწოდე პროკურატურას ის ინფორმაცია, რომელიც მიმაჩნია, რომ სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანია. იმ ლინკზე, დაშიარებულ ინფორმაციაზე რომელიც ძალიან ცოტა ხნით გამოჩნდა ფეისბუქზე და მერე გაქრა, იყო კონკრეტული თარიღი მითითებული და მინიშნება კონკრეტულ თანამდებობის პირებზე. ამ თემაზე ქილიკი კი თემის პოლიტიზირებად მიმაჩნია. მსგავსიი მიდგომის, გამო პროკურატურის მიმართ ნდობა სულ უფროდაუფრო იკლებს. ვურჩევდი, მათ რომ აქცენტი გაკეთდეს იმ კონკრეტულ თემაზე რაზეც მათ ვესაიბრე. ეს არი იყო ვარაუდი, ეს იყო კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც როგორც ჩანს გამომძიებლისთვისაც უცხო არ იყო"- აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, 6 საათიანი დაკითხვის განმავლობაში გამომძიებელს კომუნიკაცია ჰქონდა პროკურორთან და მცდელობა ჰქონდათ რომ პოლიტიკური სარჩული მოერგოთ ექსპერტტის ცნობილ განცხადებაზე.

"იყო საუბარი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აქცენტის გადატანა უნდოდათ სხვაგან"- აღნიშნა მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის განცხადებით, პროკურატურის მიერ მისი გამოკითხვის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ უწყების არაეფექტურობაში დარწმუნდა.

"პროკურატურის ქმედებები ძალიან სკეპტიკურად განმაწყობს, რაც აჩენს განცხას, რომ უწყება პოლიტიზირებულია"- დასძინა ვანო მაჭავარიანმა.

ვანო მაჭავარიანის გამოკითხვის შემდეგ, განცხადება გაავრცელა მთავარმა პროკურატურამ, სადაც ნათქვამია, რომ მისთვის არავის გაუგზავნია შეტყობინება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით და მას არ უნახავს მსგავსი სახის ვიდეომასალა.

"მას არ უნახავს ხსენებული კადრები და შესაბამისად, არ იცის ამ კადრების შინაარსი. ასევე არ აქვს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება-გავრცელებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები ეფუძნება მხოლოდ მის ვარაუდებს" - წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42