საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 13:05, 30 Mar, 2016     1162
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძისა და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვნელის გიორგი ჩერქეზიშვილის შემადგენლობით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს. ფონდის დელეგაცია ქალაქ შანხაიში ხელისუფლებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ხვდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ შანხაიში საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პარტნიორი კომპანიის china National Technical Import & Exsport Corporation (CNTIC) -ის ხემძღვანელს ჩენ ძიე ჰენ-ს შეხვდა. მინის წარმოების ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი ჩინური კორპორაცია საქართველოში წარმოების დაწყებას გეგმავს. ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ჩინური კორპორაციის დელეგაციის საქართველოში ვიზიტისას შედგა. შანხაიში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მინის წარმოებასთან დაკავშირებით საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ დეტალებზე იმსჯელეს. ჩინელი პარტნიორები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ქალაქ ოუ–ში იმყოფებოდა. ფონდის დელეგაცია ქალაქ ოუ-ს მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა შენგ ქიაპინგმა საქმიან სადილზე მიიწვია. შეხვედრას ქალაქის მერის მოადგილე დე ან-ი ესწრებოდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს. განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და კაპიტალდაბანდებისთვის მიმზიდველი სფეროები. საუბარი შეეხო ასევე, ჩინეთში, აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს სვაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობისა და ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და რეალიზაციის საკითხებს უზრუნველყოფს.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ოუ–ში არსებული ლოჯისტიკის ცენტრი დაათვალიერა, სადაც იმპორტირებული ქართული ღვინის დასაწყობება და შემდგომში განბაჟება ხდება. ჩინური კომპანია Yiwu Bonded Logistics Centr-ის ხელმძღვანელებმა შანგინგ ფუ-მ ფონდის წარმომადგენლებს ქართული პროდუქციის სასაწყობე მეურნეობის ტექნიკური აღჭურვილობა და შენახვის პირობები გააცნეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული ღვინის ჩინეთში აქტიურმა პოპულარიზაციამ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ შეხვედრებს ჩინეთში საქართველოს ელჩი დავით აფციაური ეწრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42