,,ქართული კანონმდებლობის თანახმად, ტელევიზია, რომელიც ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკურ რეკლამას განათავსებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 60 დღისა, ვალდებულია შეასრულოს „საარჩევნო კოდექსით“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მთელი რიგი მოთხოვნები, რომელთა მიზანი სარეკლამო დროზე თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ამომრჩეველთა სრულყოფილი ინფორმირებულობის უზრუნველყოფაა. თუმცა, როგორც პრაქტიკამ აჩვენა ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კამპანია გაცილებით ადრე იწყება და არჩევნებამდე 60 დღეზე უფრო ადრე ტელევიზიებში განთავსებული პოლიტიკური რეკლამა რეგულაციების ფარგლებს გარეთ ექცევა“ - აცხადებენ ორგანიზაციაში და იმ ძირითად მოთხოვნებზე ამახვილებენ ყურადღებას, რომელთა შესრულებაც ევალებათ მაუწყებლობებს და რეკლამის დამკვეთებს არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. იხილეთ სრულად აქ.
მასალის გამოყენების პირობები






