გიორგი მღებრიშვილი საფრანგეთის შს მინისტრ ბერნარ კაზენევს შეხვდა
პოლიტიკა - 10:50, 30 Mar, 2016     1122

პარიზში პირველი სამუშო ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი ფრანგ კოლეგას, ბერნარ კაზენევს შეხვდა. შეხვედრაში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც მონაწილეობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას უკანონო მიგრაციისა და ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი მღებრიშვილი ფრანგ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ესაუბრა.

ბერნარ კაზენევმა საქართველოს შს მინისტრს პარიზში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აფასებს იმ პროგრესს, რასაც საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციისას მიაღწია და შესაბამისად, ევროკომისიის ანგარიშში დადებითად აისახა.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა - „შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას ძალიან დიდი პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და მისი მოქალაქეებისათვის“. მან იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლაზე საბოლოო პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

საფრანგეთის შს მინისტრმა ყურადღება გაამახვილა არალეგალურ მიგრანტთა და ორგანიზებული დანაშაულის პრობლემებზე. თავის მხრივ, გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საკითხების დასაძლევად ქვეყნებს შორის საპოლიციო თანამშრომლობას ალტერნატივა არ გააჩნია. საქართველოს შს მინისტრმა როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეზე საფრანგეთის პოლიციასთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე სრული მზაობა გამოხატა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს ევროკავშირის 15 ქვეყანასთან უკვე დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება დანაშაულთან ბრძოლის კუთხით. უახლოეს პერიოდში საქართველოს შს სამინისტროსა და ევროპოლს (ევროპის პოლიციის სამსახური) შორის გაფორმდება შეთანხმება ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას.

საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის კრიმინალურ პოლიციებს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, მათ შორის, პოლიციის ატაშეების მონაწილეობით.

გიორგი მღებრიშვილი და ბერნარ კაზენევი სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42