საქართველოს ევროპის სახალხო პარტიის წევრები და პრეზიდენტი იმყოფებიან. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრებს გეგმავენ.
საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სახალხო პარტიის წევრმა, პაველ სვობოდამ კომენტარი გააკეთა:
„იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში პოზიტიური განწყობა იქნება, პოზიტიური განწყობა იქნება სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო კომიტეტშიც, რომელიც უშუალოდ სავიზო საკითხებზე მუშაობს, დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ საბჭოს გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. ოფიციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიას პოზიცია არ დაუფიქსირებია, ასე რომ ჟოზეფ დოლიმ შესაძლოა საკუთარი მოსაზრება გამოთქვა, საკითხი მთლიანად ევროპარლამენტმა და არა ევროპის სახალხო პარტიამ უნდა გადაწყვიტოს“, - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა, პაველ სვობოდამ.
მასალის გამოყენების პირობები






