საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ვაშაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემა „არჩევანში“ ფარული ვიდეო კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საუბრობს. ვაშაძის განმარტებით, ხელისუფლებას რომ სურდეს გამოძიების დასრულება, ის მარტივად დაასრულებდა მას და დამნაშავეებსაც დასჯიდა:
„ხელისუფლება ხედავს, რომ ეს ყველაფერი მას აზიანებს, მაგრამ უღირს, როგორც ჩანს გაცილებით მეტი წონა დევს სასწორის მეორე მხარეს. ქართული ოცნება ივანიშვილთან შეთანხმებით აკეთებს ყველაფერს, კვირიკაშვილიც მათ შორის, კვირას გამოქვეყნდა მასალები, კვირიკაშვილსაც „ქართუ ბანკთან“ ფინანსური ვალდებულებები აქვს, ის ჩვეულებრივად ნაყიდია, იყიდა ბიძინა ივანიშვილმა. ხელისუფლების ხელშია საგამოძიებო ორგანოები, მათ რომ სურდეთ ამ გამოძიების დასრულება, ისინი სამაგალითოდ დასჯიდნენ დამნაშავეებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






