„ფარული კადრების გავრცელება თუ ვინმეს არ აწყობს, ეს პირველ რიგში ხელისუფლებაა“, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა:
„ასეთი კადრების გავრცელების მიზანი არის მოსახლეობის დაშინება, ქვეყანაში არასტაბილურობა, დაძაბულობა, არჩევნების ჩატარება არასტაბილურობის ფონზე, ეს ყველაფერი გარკვეული სახით აისახება არჩევნებზე. შეიძლება არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობამ იკლოს, ეს ყველაფერი სახელმწიფოს დააზიანებს. თუ ვინმეს მათი გავრცელება არ აწყობს, ეს პირველ რიგში ხელისუფლებაა, ხელისუფლებას სურს გამოძიების სწრაფი წარმართვა. შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულ საკითხთან გვაქვს საქმე. საზოგადოება არ გვეუბნება, რომ თქვენ ხართ ამ სიბინძურის გამავრცელებლები, საზოგადოებამ იცის, ვინ გააკეთა ეს“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






