დღეს გავრცელებული ცნობით, დავით საყვარელიძე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს. ასევე საყვარელიძეს დააკისრეს დისციპლინური პასუხისმგებლობა „პროკურორის ეთიკის უხეში დარღვევისთვის“.
გათავისუფლების მიზეზად რეორგანიზაცია და უკრაინის რადის დეპუტატთა კოლექტიური წერილი სახელდება.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გენპროკურატურაში არაერთი წერილი შევიდა საყვარელიძის მიერ ორი თანამდებობის შეუთავსებლობასთან დაკავშირებით, რაც გენერალური პროკურორის მოადგილის და ოდესის პროკურორის თანამდებობის ერთდროულად დაკავებას გულისხმობს.
„ძალიან სიმბოლურია ჩვენი ყოველი ნაბიჯი და რეაქცია, იმ სისტემის მიმართ, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს ასევე უკრაინას, ეს არის კორუფცია, ეს არის ის კორუფციული სინდიკატები, რომელსაც ჩვენმა გუნდმა უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა, ამით ჩვენ ისინი გვიკეთებენ საჩუქარს, როცა რუსული სამყაროს აპოლოგეტების, კონტრაბანდისტების ხელმოწერით იღებენ გათავისუფლების გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






