საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, ლევან იზორია სუს-ის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს. გომელაური საკანონმდებლო ორგანოში 14:30 საათზე მივიდა.
იზორიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-კადრების გავრცელების საქმეზეც უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს:
„დიდი ალბათობით, ეს არ არის დღევანდელი განცხადება, ვამბობდით კიდევაც, შესაძლოა ასეთი ჩანაწერები იქნეს გატანილი და შანტაჟის მიზნით იქნეს გამოყენებული. ამ ინფორმაციას ვამბობდით, ვავრცელებდით და გარანტიას არ ვიძლეოდით, რომ ამისგან შესაძლოა ვიღაც იყოს დაცული. ჩვენ ბუნებრივია წინასწარ ინფორმაცია არ გვექნებოდა ვინ იყო და ვინ არა ამ პროცესში ჩართული. სამეგრელოში აღმოჩნდა სამალავები, საშინელი კადრები და პოლიციელები, რომლებიც დავაკავეთ, მუშაობდნენ. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები მოვიპოვეთ, ბუნებრივია დავსაჯეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
მასალის გამოყენების პირობები






