,,ქართველი ნოვი ღრუზინები, რომლებსაც ბრექაობაში ბადალი არ ჰყავთ, ათი ათასობით ევროს რომ ბევრ სისულელეში აგდებენ, მეტიც საყვარელის ბოდიში და ქვედა საცვლებში მინიმუმ 1 000 ევროს რომ აგდებენ, თან ცოტა წინ წავიდეთ, გაუნათლებლობა-უწიგნურობაშიც ბადალი რომ არ ჰყავთ დუნიაზე, სწორედ მათ მივმართავ: - ნამუსი საერთოდ გქონდათ და თუ გქონდათ ჩარეცხეთ საკუთარი ხელით? რომელი ქართველის ერთობლივ თანადგომაზეა დღეს საუბარი? ადამიანს, არ უნდა იყოს რთული მისახვედრი, დიახ აკაკი დევაძეს, 50 თამაშზე მეტი აქვს ნათამაშები ეროვნულ ნაკრებში და სრულიად საქართველოს რამდენი სიხარული მოუტანა. ადამიანი დღეს სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე დგას და რა გულგრილობას ვხედავ მის მიმართ, ძალიან მწყდება გული. არ გრცხვენიათ ? ადამინი იხვეწება, არ მინდა სიკვდილიო და სიცოცხლე შემინარჩუნეთო... ბევრი რამ არ ითქმება კიდევ მაგრამ, სად დავკარგეთ ქართველობა და ადამიანობა ? !!!
მასალის გამოყენების პირობები






