ვანო მაჭავარიანმა ვახო სანაიას დღის ამბებში ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით ხელისუფლებას რომ არ აწყობდეს ამ კადრების გავრცელება, გამოძიებას უფრო სწრაფად და ეფექტურად აწარმოებდა:
„მე ვისუბრე იმ თემაზე, რომ ეს არის მთავრობის ხელი და მთავრობას ძალუძს რომ ეს აკეთოს და ზუსტად სამ დღეში მე დამიბლოკეს ფეისბუკი და გამთიშეს ქსელიდა. მე ასევე გამომიგზავნეს კადრები, გაუგებარი საიტებიდან, ის კადრები რომელიც უნდა გავრცელდეს. პირადი ცხოვრების ის კადრები, რომელიც ჯერ არ გავრცელებულა, იყო შეთავაზება ხომ არ დაინტერესდებითო. მე არ მინახავს ეს კადრები, მაგრამ ამას მოჰყვა ტექსტი და იყო ნაჩვენები პირველ კადრზე შორიდან ორი ადამიანის ფიგურა.“- განაცხადა მაჭავარიანმა.
„ეს არის სიბინძურე და რასაც წინა ხელისუფლება აკეთებდა იმის გადამღერება და გამეორება. ხელისუფლებას რომ უნდოდეს ამას გამოიძიებდა .“- აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






