"ეტყობა ნარმანიასაც მოკიდეს ხელი ქეჩოში"- თორდინავას შესაძლო გათავისუფლებაზე საკრებულოშიც ალაპარაკდნენ
პოლიტიკა - 13:06, 29 Mar, 2016     1159

"ნიუპოსტი" ჯერ კიდევ წინა კვირას, სანდო წყაროზე დაყრდნობით ექსკლუზიურად წერდა, რომ ბაღების სკანდალს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყვებოდა.

ჩვენი წყარო დღესაც გვიყვება, რომ თბილისის მერის დავით ნარმანიას ახლო მეგობარი თემურ თორდინავა, თანამდებობას მასობრივი გათავისუფლების გამო დატოვებს.

თორდინავას მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ საუბრობენ საკრებულოშიც.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ საქმით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„პირველ რიგში უნდა მოხდეს დირექტორების თანამდებობაზე აღდგენა და დაიწყოს გამოძიება მართლაც ქონდა თუ არა ადგილი ბაგა ბაღების 100-ზე მეტ მოადგილეზე, რომელთა უმრავლესობა პირადი განცხადებით წავიდა, ზეწოლას, ასევე ადგილი ქონდა თუ არა ზეწოლას ბაგა ბაღების დირექტორებზე, იმისათვის, რომ მათ თითქოს საკუთარი განცხადებით დაეტოვებინათ თანამდებობა - განაცხადა აბესაძემ.

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილიც მათ რიგებშია ვინც თვლის, რომ თორდინავამ არაკვალიფიციურობის გამო თანამდებობა უნდა დატოვოს.

"თორდინავასთან დაკავშირებით სულ მოდიოდა ინფორმაცია, რომ ის იყო არაკვალიფიციური. ერთმნიშვნელოვნად უნდა მოკიდო ხელი ქეჩოში ასეთ მენეჯერს და უნდა გაუშვა სახლში. ამდენ ხანს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ნარმანიას, მაგრამ ეტყობა, ნარმანიასაც მოკიდეს ბოლო-ბოლო ქეჩოში ხელი, რადგან თვითონ ვერასოდეს ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებს“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის წევრს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი პიროვნების ცვლილება ბაგა ბარებისთვის სასურველ შედეგს ვერ მოიტანს. თამარ ცინცაბაძის თქმით, საჭიროა ძირეული ცვლილებები.

ბაგა-ბაღების სააგენტოში უნდა მუშაობდნენ სფეროს კარგად მცოდნე ადამიანები და ისინი უნდა წარმართავდნენ ამ პროცესებს,“ - აღნიშნა თბილსის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - რესპუბლიკელების წევრმა, გულიკო ზუმბაძემ.

"ნიუპოსტი" თბილისის ბაღების მართვის სააგენტოს პესსამსახურს დაუკავშირდა. თაკო კვირტიამ უწყების ხელმძღვანელის მოსალოდნელი გადადგომის ფაქტი არც დღეს დაადასტურა.

"ამ ინფორმაციას არ ვფლობ, ბატონი თემური ჩვეულ რეჟიმში მუშაობს"- ამბობს პრესსამსახური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42