„მთავრობა მოსახლეობას დაპირდა, რომ ესტონური მოდელის მიხედვით, მეწარმეებისთვის გაუქმდებოდა: მიმდინარე გადასახდელების გადახდის ვალდებულება, შეიცვლებოდა ძირითადი საშუალების იმპორტისას დამატებული ღირებულების გადასახადისვადები; გადამხდელთა ნაწილს ჩამოეწერებოდა 2 მლრდ ლარამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხები“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ზემოაღნიშნული პრინციპები მთავრობამ ორი მიზეზის გამო არ განახორციელა, კერძოდ მაჭავრიანი ამბობს, რომ ,,მთავრობამ არ ისურვა ბიუჯეტში საკუთარი ფუფუნებისთვის გათვალისწინებული თანხების 400 მლნ. ლარით შემცირება მიმდინარე წელს და ამ თანხების მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი პენსიონერებისათვის გადაცემა. ამასთან, არსებული სახით კანონპროექტის მიღება ბიზნესისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან იგი არათანაბარ პირობებში აყენებდა სხვადასხვა დარგს, ურთულებდა მათ საქმიანობას ყოველთვიურ დეკლარირებაზე გადასვლით“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატი ამბობს, რომ მთავრობას, იმის ნაცვლად, რომ ეღიარებინა საკუთარი დაშვებული შეცდომები, პირიქით ბიზნეს გადააბრალა ამ კანონპროექტის 2017 წლიდან ამოქმედება. ,,ჩვენი აზრით მთავრობის ეს შეთავაზება არ იყო ის, რასაც ბიზნესი მოელოდა, პირიქით ის აუარესებდა ბიზნესმენების მდგომარეობას და სწორედ ამიტომ მოითხოვა ბიზნესმა ამ კანონპროექტის გადადება“ - აღნიშნავს მაჭავარიანი.
მისი თქმით, მთავრობა არ ასრულებს სოციალურ დანაპირებს, მათ შორის დაანონსებულ ბიზნესის დეკრიმინალიზაციას, რომელიც, მაჭავრიანის განმარტებით, ეკონომიკურ დანაშაულზე სასჯელს შეამსუბუქებდა.
,,მთავრობა 2016 წლიდან აღარ ასრულებს კიდევ ერთ დანაპირებს ნახევარ მილიონამდე გაჭირვებული მოსახლეობისათვის, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 6000 ლარს. აღარ უბრუნებს მათ დაუბეგრავი მინიმუმის სახით გადახდილ 125-131 მლნ. ლარს, რაც ამ ადამიანების ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს არსებული ინფლაციის, გაძვირებული საქონლის და გაუფასურებული ვალუტის ფონზე.
მთავრობამ საერთოდ დაივიწყა მათ მიერ საჯაროდ დაანონსებული ბიზნესის დეკრიმინალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ვალდებულება და დღემდე კანონპროექტის სახითაც არცარ შეუთავაზებია პარლამენტისათვის კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც შემსუბუქდებოდა სასჯელი ეკონომიკურ დანაშაულზე.
შეგახსენებთ რომ 2012 წლიდან მთავრობა ბიუჯეტს ავსებს მხოლოდ გაზრდილი საგადასახადო განაკვეთების ხარჯზე და 2017 წელსაც ამ მთავრობის პოპულისტური დანაპირებებიდან გამომდინარე მოსალოდნელია ზოგიერთი გადასახადის განაკვეთების ზრდა.“ - განაცხადა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






