როგორც კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ოპერაცია გართულების გარეშე დასრულდა და პაციენტი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია გადაყვანილი.
"იაშვილის კლინიკის ნეიროქირურგებისა და ტრავმატოლოგების მიერ ჩატარებული 9 საათიანი ოპერაცია გართულებების გარეშე დასრულდა. პაციენტი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ხვალ დილიდან იგეგმება ოპერაციის მეორე ეტაპი ტრავმატოლოგთა გუნდის ჩართულობით", - ნათქვამია იაშვილის კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევა ბარბაქაძე 2 დღის წინ საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულიდან გადმოვარდა. პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა, მათ შორის დაზიანებული ჰქონდა ხერხემლის მალები.
ევა ბარბაქაძეს ოპერაცია ხერხემალზე ჩაუტარდა. როგორც ცნობილია ხვალ მას მენჯ-ბარძაყის და ხელის ოპერაცია ჩაუტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






