"ჩვენ ვართ ევროპა, ევროპა არის საქართველოს სახლი"- გიორგი კვირიკაშვილი CNN-ის ეთერში
პოლიტიკა - 21:20, 28 Mar, 2016     2056


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა CNN-ის ეთერში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს მთავრობას ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით აქვს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია 4 პუნქტიანი რეფორმის განხორციელება, რომელიც საგადასახადო ლგოტებს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, მმართველობის სისტემის რეფორმირებას და შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემის შექმნას გულისხმობს:

„ჩვენი რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგის თითოეული კომპონენტი უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის: საგადასახადო ლგოტები, ინფრასტრუქტურა, მმართველობის სისტემა, შრომის ბაზარზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ოთხივე კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანია ზრდის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად. წელს ჩვენ მოველით 3-3.4 პროცენტიან ზრდას, ხოლო 2017 წელს ეს მაჩვენებელი მიაღწევს 5.5-6 პროცენტს.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა საქართველოს ევროპულ არჩევანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს სუვერენულ არჩევანში ვერცერთი ქვეყანა ვერ ჩაერევა:


საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემებია, საქართველო ინვესტორებისთვის მაინც უსაფრთხო ადგილას წარმოადგენს და მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, როგორც რეგიონის ასევე მის მიღმა ქვეყნებთან ურთიერთობებში:

„ჩვენ ვართ ევროპა, საქართველო არის ევროპა, ევროპა არის საქართველოს სახლი. ჩვენთვის ევროპა არის სივრცე, სადაც უზრუნველყოფილია დემოკრატიის გარკვეული სტანდარტები და დაცულია ადამიანის უფლებები და სწორედ ეს არის ქართველი ხალხის მიზანი. ჩვენ არ გვინდა, რომ ევროკავშირი ან ნატო იყოს ვინმეს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიების 25% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა ვაჩვენოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის მზადყოფნა, მეორე მხრივ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე, რაც გულისხმობს ჩვენს სუვერენულ არჩევანს ევროპულ თუ ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.“- აღნიშნა პრემიერმა.

„ოკუპირებილ ტერიტორიებზე ძალიან სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემების მიუხედავად , ვერ ვიტყვი, რომ საქართველო არ არის უსაფრთხო ადგილი ინვესტორებისთვის. ეს არის უდიდესი მიღწევა. გამოვთქვამთ იმედს, რომ შემდგომი ნაბიჯები მიმართული იქნება დაძაბულობის განმუხტვისკენ. რათა ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდეს ზრდა და განვითარება . ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო უნდა იყოს ევროპელი ინვესტორებისთვის , რადგან რეგიონში არის ქვეყანა, რომელიც მათ სთავაზობს ბაზას რეგიონისა და მის მიღმა მყოფ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის. საქართველო და მისი ინფრასტრუქტურა სათანადოდ უნდა იყოს მზად ამისთვის. სწორედ ამიტომაც არის საქართველოში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა ჩვენი ოთხპუნქტიანი რეფორმების დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკია.“- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42