თამაზ მეჭიაური მისი დაკითხვის მოთხოვნასთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. დეპუტატები არასამთავრობო ორგანიზაციებს ანტისახელწმიფოებრივ ქმედებაში ადანაშაულებს.
"ნებისმიერი თანამდებობის პირი, რომელიც საფრთხეს უქმნის თავის ქვეყანაში უშიშროებას და შეიძლება იყოს შანტაჟს დაქვემდებარებული, ის არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ვისაც დაემთხვევა და ვის არა მაგაზე ვიფიქრო? ეს არის შანტაჟი იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან,ზუსტადაც, იმიტომ, რომ ცდილობენ ნებისმიერი საფრთხის შემცველი ქმედებები გადაფარონ”- განაცხადა მეჭიაურმა.
ფარული კადრების გავრცელების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას რაც შეეხება, მეჭიარის განცხადებით, "კომისია რომ შეიქმნას, უმრავლესობას უნდა წარმოადგენდეს დღევანდელი ოპოზიცია".
"ეს გირჩები, ციყვები, ნაციონალური მოძრაობა, რომლებიც მაშინ იყვნენ ხელისუფლებაში, როცა ეს ჩანაწერები კეთდებოდა. თვითონ იყვნენ მაშინ შემკვეთებიც, თქვენი ხელმძღვანელიდან დაწყებული, რეჟისურაც, გადაღებაც, ტირაჟირებაც ხდებოდა მათ მიერ. ანუ, უნდა მივაბაროთ ახლა მგლებს თუ მგლებზე უარეს მტაცებლებს ამ ცხვრების ბედის გამოძიება. დაემატებიან კიდევ გრანტიჭამია არასამთავრობოები, რომლებიც დაატარებენ 3-4 პლაკატს და 3-4 ჰომოსექსუალს ქალაქიდან ქალაქში," - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






