ადგილზე 30 ადგილობრივი იყო მობილიზებული. მათი განცხადებით, მიმართეს ქალაქის მერიას, მაგრამ მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა:
-შეწუხებული ვართ უგზოობის გამო. ეს ისეთი პრობლემა, რომელიც მოგვარებადია, მაგრამ თავს არავინ იწუხებს. წმინდა გიორგის მეორე შესახვევში, არც გზაა და არც წყალი. დაიწყეს ქუჩის მოწესრიგება, ყველაფერი კარგს დაგვპირდა ბატონი სიორიძე, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს. მერე ზამთარმა მოგვისწრო და ვერ გაკეთდა. მანქანა ვერ დადის, სასწრაფო გამოვიძახე, ორი ავადმყოფი მყავდა, მაგრამ ვერ ამოვიდა, მერე ფეხით დარჩნენ ამოსასვლელი სახლამდე. მოვა არჩევნები და ყველას დავჭირდებით. ახლა არავინ გვაქცევს ყურადღებას. ჩვენ თუ არ დავინახეთ, რომ რაღაც კეთდება, ისე ხმას არავინ მივცემთ მაგათ. გზა და წყალი აუცილებელია, წყალი საერთოდ არ გვაქვს, კომუნისტების მერე არ გვქონია, ავზი იყო, რომელიც გააუქმეს. სასწაულებს არ ვითხოვთ, არ ვამბობთ სასახლეები აგვიშენეთო, წყალი გვინდა და გზა, რომელიც აუცილებლობაა... 25 ოჯახი ვართ საერთოდ უწყლოდ. ტაქსს რომ ვეტყი ექადიაზე ამიყვანე მეთქი, ეზარება წამოსვლა. ასე როგორ შეიძლება, არც სანიაღვრე არხებია, ივსება და სახლებში შემოგვდის წყალი ყოველ გაწვიმებაზე, - ახცადებდნენ აქციის მონაწილეები.
პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციის მონაწილეები საპარლამენტო არჩევნებზე ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებიან და ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა გზა გადაკეტონ, ამბობენ, რომ ამ გზაზე არავის გაატარებენ:
სამი წელია გვპირდებიან, გადმორიცხული იყო თანხა, მოიყვანეს რაღაც მონაკვეთამდე და გაჩერდნენ. დაგვპირდნენ მომავალი წლისთვის და ისევ გაჩერდნენ. 330 კაცი ვართ ამ ქუჩაზე, თუ პრობლემას არ მოგვიგვარებენ არჩევნებზე არცერთი არ მივცემთ ხმას ოცნებას, ბოიკოტს გამოვუცხადებთ. ასევე, გადავკეტავთ გზას. თუ 1 მაისამდე არ მოგვცემენ კონკრეტულ პასუხს, გაჩერებას არ ვაპირებთ. საერთოდ არ გვაქცევენ ყურადღებას. გამგეობაში რომ მივედით იცით რა გვითხრეს, თქვენი გზა რომ გვიჯდება, მაგ თანხით მთელ ოზურგეთს გავაკეთებთო. ჩვენც ხომ ხალხი ვართ, მაშინ დაგვანებონ თავი, არც არჩევნებში წავალთ და ვიქნებით ჩვენთვის.
აქციაზე მალევე დეპუტატი ლავრენტი ბიგვავა მივიდა.
-ყველა განმარტებაზე იწყებენ ამ გზას, მაგრამ დღემდე არ გაკეთებულა. ფინანსები თუ არაა, რატომ გვპირდებიან? რამდენჯერ დავსვათ ეს საკითხი, გაგვაგებინეთ. აღარ მოგცემთ აწი ხმას. რომ მოდიხართ, ყველა გვპირდებით, ოღონდ ხმა მოგვეცით და ყველაფერს ვიზამთ, მერე რატომ გავიწყდებათ ხალხი? ეუბნებოდნენ ადგილობრივები დეპუტატს.
- ხო და მოვთხოვოთ პასუხი, ან ნუღარ მისცემთ მომავალში . ეს გზა, რომ გაკეთდება, მაგაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ როდის, ამაზე ვერ გიპასუხებთ. მე ჩემის მხრიდან, როგორც დეპუტატმა, ეს საკითხი არაერთხელ დავსვი საკრებულოზე, მერიც იზიარებს, წელიწადნახევა არ არის რაც ჩვენ ვართ მერიაში, ბევრი რამ გავაკეთეთ, ეს არის ძვირაღირებული პროექტი, მესმის, ბუნებრივია თქვენი გაღიზიანება, მაგრამ ჩვენის მხრიდან არის მცდებლობა ეს პრობლემა მოგვარდეს,- პასუხობდა დეპუტატი.
მოგვიანებით აქციაზე ქალაქის მერი ბეგი სიორიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძეც გამოჩნდნენ. აქციის მონაწილეები ქალაქის მერისგან შეეცადნენ მიეღოთ კონკრეტული პასუხი , თუ როდის მოგვარდებოდა გზის პრობლემა.
როგორც ქალაქის მერმა აქციის მონაწილეებს აუხსნა, წელს პრობლემის მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან თანხა არ გამოყოფილა. ამ ეტაპზე მხოლოდ ამავე ქუჩაზე არსებული მეორე ჩიხში ბეტონის გზის დაგება და წყლის სისტემის რეაბილიტაცია იგეგმება, აღნიშნულ ქუჩაზე, კი ასფალტის საფარის დაგება მომავალ წელს განხორციელდება.
მიუხედავად მერის პასუხისა, როგორც ადგილობრიოვები „გურიის მოამბესთან“ აცხადებენ, გაჩერებას არ აპირებენ, ამბობენ, რომ ვიდრე გზის პრობლემა არ მოგვარდება, არჩევნებზე არავინ მივა:
„ხომ ამბობენ, რომ გზის დაგებას თანხა უნდაო, ვიდრე არ გადმოირიცხება ვერაფერს გავაკეთებთო, ხო და ჩვენც ვეუბნებით, დააგებენ გზას, მიიღებენ ხმას, მანამდე მათი არაფერი გვინდა, - ამბობდნენ აქციის მოანწილეები.
ქალაქის მერი: - ეს გზა ხომ გავაკეთეთ? დახრეშვას ხომ ითხოვდით, ხო და გაკეთდა. რაც არ მომხდარა არასოდეს კეთდება ის, ანასეულსა და ექადიას წლყის მიწოდება აღუდგება. ცუდია? თქვენ გზა და მეორე შესახვევზე ტენდერი გვქონდა და შევწყვიტეთ, მოსახლეობამ მოითხოვა, რომ არ უნდოდათ ნაწილ-ნაწილ გაკეთებული გზა. ერთდროულად გაკეთების საშუალება არ გვქონდა. ამიტომ, შევწყვიტეთ ტენდერი. ახალი ტენდერის მიხედვით გავაკეთებთ ერთ ქუჩას თავიდან ბოლომდე. ამ გზას რაც შეეხება, სჭირდება მილიონ ექვსასიათასი ლარი, პროექტი მზადაა, როცა იქნება საშუალება ბოლომდე გავაკეთებთ.
ადგილობრივები: - ვერ ავდივართ და რა აზრი აქვს. მიდი ერთი სცადე და ადი. ახლა გვინდა გზა გაკეთდეს. წყალიც კარგია, მაგას არ ვამბობთ, რომ ცუდიაო. ივანიშვილისთვის არაფერს წარმოადგენს ეს თანხა, მაგრამ ვის ვახსოვვართ.
ქალაქის მერი: თუ შეიძლება სერიოზულად ვისაუბროთ. თქვენც ნუ მოცდებით და მეც ნუ მომაცდენთ. არ შეიძლება ასე საუბარი. ორი ქუჩის გაკეთების საშუალება არ გვაქვს, მოდით ერთი აქცია მოვაწყოთ, აეროპორტის გაკეთება მოვითხიოვოთ, იქნებ გაკეთდეს. აბა გეუბნებით ვერ მოხერხდება ამ წელს - თქო და რა ხდება ვერ გავიგე.
აქციის მონაწილეები: თქვენ ამბობთ, რომ გზა გაკეთდება, მაგრამ როდის, ვერ გვიკონკრეტებთ. ასე რა გამოვიდა.
ქალაქის მერი: ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებთ, უნდა მიხვდეთ ხალხო, რა აკლია თქვენს ქუჩას, ბეტობნის გზას გიგებთ, წყალს გიკეთებთ, გზა ნახევარი დავაგეთ, ნახევარს მომავალში დაგიგებთ. თქვენ იმუქრებით არ მოვალთ არჩევნებზეო, თქვენ თუ იმისთვის მომეცით ხმა, რომ ახლა შანტაჟი მომიწყოთ გინდა თუ არა მილიონექვსასი ათასი მოიტანე და გზა დააგეო, კარგად ბრძანდებოდეთ.
აქციის მონაწილეები: იმიტომ მოგეცით, რომ გვეგონა მართლა მიიტანდით ხალხის გასაჭირს გულთან.
ქალაქის მერი: თქვენი ჩხუბით ამხელა თანხა გაჩნდება. არ გყავთ თქვენ ისეთი მერი, ვისაც ეშინია ან ჟურნალისრტების, ან სხვა ვინმეს.
აქციის მონაწილეები: რა შუაშია შიში, გზას ვითხოვთ. ამის უფლება არ გვაქვს. ამბობთ მომავალ წელსო, ეს მომავალი წელი არა და არ დასრულდა. რა მოხდება, წელსაც გააკეთეთ რამე.
ქალაქის მერი: -თქვე კარგო ადამიანებო, ფული ხომ უნდა მაგ გზას, უფულოდ ასფალტი ხომ ვერ დაიგება, გეუბნებით, რამდენიც გინდათ იმნდენი იჩხუბეთ, ჯერ ცენტრალურ ქუჩებს მივხედავთ და მომავალ წელს თქვენ დაგიგებთ, რა არის აქ გაუგებარი.
აქცია დაიშალა. მერთან შეხვედრით უკმაყოფილო ადგილობრივები კი აცხადებდნენ, რომ გაჩერებას არ აპირებენ:
არ გავჩერდებით. სულ მალე ექადიის ცენტრალურ გზაზე ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება, ამბობენ, რომ გზა გადაიკეტება და შემოვლითი გზის სახით ცვენს ქუჩას გამოიყენებენ, ნურას უკაცრავად, ამას არ დავუშვებთ, ახლა ყველა არ გამოვსულვართ, აი, მაშინ ბავშვებიც და მოხუცებიც გამოვალთ და მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ,- აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
მასალის გამოყენების პირობები






