წარდგენამდე პრეზიდენტი ორივე მათგანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი ანა დოლიძე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თამარ ლალიაშვილს 2001- 2006 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებოდა ეკავა, ხოლო 2000-2001 წლებში იგი იყო საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 1999-2000 წლებში კრწანისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, 1993-1999 წლებში კი თამარ ლალიაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორის თანამდებობას იკავებდა. 1988 წელს თამარ ლალიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. 2007-2010 წლებში თამარ ლალიაშვილი ბრემენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის მეცნიერ თანამშრომელი იყო. 2010 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის წოდება. არის ორი წიგნისა და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
მათივე ცნობით, ნონა თოდუას 30-წლიანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო მუშაობის სტაჟი აქვს. წლების განმავლობაში იგი ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. 2014 წლის იანვრიდან-დღემდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახ. უნივერსიტეტი პროფესორია. ნონა თოდუა არის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი. ნონა თოდუამ 1981 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსისტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა
მასალის გამოყენების პირობები






