სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ახალშობილის წყვილის მშობლებად რეგისტრაცია შეუფერხებლად განხორციელდება
პოლიტიკა - 13:00, 28 Mar, 2016     3240
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ცოლ-ქმრის სასარჩელო განცხადება, მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს, იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობა წარმოადგენდა, რომლის საფუძველზეც ისრაელის მოქალაქე ცოლ-ქმარს უარი ეთქვათ ხელოვნური განაყოფიერების გზით, სუროგატი დედის მიერ გაჩენილი ახალშობილის დაბადების მოწმობის აქტში მშობლებად დაფიქსირებაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში წარდგენილი მონაცემების მიხედვით. ასევე, სასარჩელო განცხადებით წყვილმა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა. საქმის მასალების თანახმად, რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა, შვილის ყოლის მსურველმა წყვილმა 2014 წლის 1 აგვისტოს, კვერცხუჯრედის დონორთან გააფორმა შესაბამისი ხელშეკრულება, რომელიც მოგვიანებით, ბავშვის ექსტრაკორპორული განაყოფიერების გზით დაბადების შემდგომ იქნა სანოტარო წესით მოწონებული და დადასტურებული სამმხრივი შეთანხმებით. თუმცა 2014 წლის ოქტომბერში, ამავე წყვილმა ხელშეკრულება გააფორმა სუროგატ დედასთან ემბრიონის საშვილოსნოში გადატანისა და გამოზრდის მომსახურების შესახებ, რომელიც სანოტარო წესით დამოწმდა და რეგისტრაციისას წარდგენილ იქნა მარეგისტრირებელ ორგანოში. მოპასუხე მხარემ განმცხადებლების მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულყოფილად მიიჩნია და ბავშვის დაბადების აქტში მშობლებად რეგისტრაციაზე წყვილს უარი უთხრა, იმ მიზეზით, რომ თავდაპირველი ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა წყვილსა და დონორს შორის, არ იყო ნოტარიულად დამოწმებული. სასამართლომ, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო დაეყრდნო საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც იცავს დედათა და ბავშვთა უფლებებს და ავალდებულებს სახელმწიფოს ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. სასამართლომ ასევე გაიზიარა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის თანახმადაც, ბავშვის უფლებების კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრება, ასევე მოიცავს ფორმალურ-იურიდიულად ჯერ კიდევ არ აღიარებულ მშობლისა და შვილის კავშირს და აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს ვალდებულებაა პატივი სცეს თითოეული ბავშვის უფლებას და უზრუნველყოს მათი დაცვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარეგისტრაციო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაცია საკმარისი იყო დაბადების აქტის რეგისტრაციისათვის, ვინაიდან შესაბამისი კანონმდებლობით გაწერილ საბუთთა ნუსხა ალტერნატიული შინაარსისაა და არ ავალდებულებს მხარეებს ჩამოთვლილი დოკუმენტების კუმულატიურად წარდგენას. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ თუკი არსებობს წყვილის წერილობითი თანხმობა და სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთან მათი აშკარა, არა საეჭვო კავშირი, დაბადებული ბავშვის სარეგისტრაციო ჩანაწერში მშობლებად მათი დარეგისტრირების უფლება უპირობოა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42