"ეს ტრაგედია არ არის" - რას ამბობენ უმრავლესობაში "რესპუბლიკელების" მიერ კოალიციის შესაძლო დატოვებაზე
პოლიტიკა - 12:18, 28 Mar, 2016     3171
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "რესპუბლიკური პარტიის" მიერ კოალიციის დატოვების ფაქტს აფასებენ.

ეკა ბესელია კოალიციის დაშლაში ტრაგედიას ვერ ხედავს. მისი თქმით, გუნდის შიგნით ამ თემაზე საუბარი მიდის, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ზოგჯერ დგება ეტაპი, როდესაც ჯობია, პოლიტიკურმა პარტიებმა ინდივიდუალურად მოსინჯონ თავიანთი შესაძლებლობები. ვერ ვხედავ ტრაგედიას, რომ კოალიცია დაიშალოს. ჩემთვის მისაღებია, რომ ცალ-ცალკე გავიდეთ არჩევნებზე და შემდეგ ისევ შევქმანთ კოალიცია“-აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"ნიუპოსტი" დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, კოალიციიდან "რესპუბლიკელების" წასვლა ამ პარტიაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი პირადი აზრით, კოალიცია არჩევნებზე სრული შემადგენლობით უნდა წარსდგეს.

"მე ვიყავი და ვრჩები გაერთიანებების მომხრე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. ჩვენი მრავალპარტიული სისტემა უნდა დავიდეს 5-4 სუბიექტზე და ამ სუბიექტებს შორის კონკურენცია უნდა იყოს"- განაცხადა დეპუტატმა.

ქუცნაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე "რესპუბლიკურმა პარტიამ" შანსები თვითონ უნდა განსაზღვროს და გადაწყვეტილებაც ამის მიხედვით უნდა მიიღოს.

რაც შეეხება "ქართულ ოცნებაში" არსებულ მწვავე დაპირისპირებას , ამ ინფორმაციას დეპუტატი არ ადასტურებს.

"კოალიციაში შემავალ სუბიექტებსა და რესპუბლიკელებს შორის არსებულ დაპირისპირებასზე დასმულ კითხვას, მე არ უნდა ვპასუხობდე. თქვენი კითხვების ადრესატი "რესპუბლიკური პარტიაა". როგორ შეიძლება, მე მათი აღქმების თაობაზე გავაკეთო კომენტარი. მათი ემოციები და მოლოდინების შესახებ განცხადება, ალბათ მათ უნდა ჰკითხოთ"- განუცხადა "ნიუპოსტს" დეპუტატმა.

"რესპუბლიკური პარტიის" განმარტებას ელოდება ირაკლი სესაიაშვილიც. "ნიუპოსტთან", დეპუტატმა გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისგან თავი შეიკავა.

"პარტია განცხადების გაკეთებას აპირებს, მოდით დაველოდოთ. მათთან სამუშაო განწყობა მაქვს, ჩემს განწყობას რაც შეეხება დილიდან კარგ ხასიათზე ვარ"- განმარტა დეპუტატმა.

თავის მხრივ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ 26–27 მარტს საქართველოს "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა იმსჯელა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე. მიღებულ გადაწყვეტილება კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, "რესპუბლიკელებსა" და კოალიციაში შემავალ სხვა პარტიებს, კოალიციის დატოვებაზე ღიად მიანიშნა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ.

„ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და მერე უკვე პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა კოალიცია“ - აღნიშნა კალაძემ თემის კომენტირებისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42