სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა. ნანუაშვილმა ფარული ვიდეო კადრების საქმესთან დაკავშირებით, საკუთარ ინიციატივაზე ისაუბრა:
„წამზომი ჩართულია“ ეს არის სახალხო დამცველის ახალი საინფორმაციო კამპანიის სახელწოდება, რომელიც იწყება დღეს და ეხება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას.
კამპანიის მიზაინია საგამოძიებო ორგანოებმა სწრაფად და ეფექტურად დაადგინონ და დასაჯონ ის ადამიანები, ვინც უკანონოდ მოიპოვეს, შექმნეს და გაავრცელეს ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მიმდინარე წლის 11 მარტს და საზოგადოებამ მუდმივ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ.
საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური შეკითხვა, რომელსაც სახელმწიფომ უნდა უპასუხოს, ვინ შექმნა, მოიპოვა და გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და როგორ უნდა აღმოიფხვრას მსგავსი შემთხვევების განმეორების რისკი?“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






