უმრავლესობის წევრი ინგა გრიგოლიას შვილს ემუქრება- "ამას ასე არ დავტოვებ..."
პოლიტიკა - 11:23, 28 Mar, 2016     16664
დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას შვილის, მარიამ გრიგოლიას მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ამ საქმესა ასე არ დატოვებს და სათანადო პასუხს გასცემს. დეპუტატმა მარიამ გრიგოლიას მხრიდან მკაცრი კომენტარი მას შემდეგ დაიმსახურა, რაც მან პირდაპირ ეთერში ინგა გრიგოლიას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გარკვეული მინიშნებების შემცველი განცხადებით მიმართა:

„მე ინგას 20 წელიწადია რაც ვიცნობ... არასოდეს არ მქონია მასთან რაღაც ქილიკის დამოკიდებულება. მე უბრალოდ ამოვედი მისი განცხადებიდან- მან თქვა, რომ არის შეყვარებული, მას აქვს სექსი და ექნება. მე ამ პოზიციიდან მივესალმე, არანაირი სხვა განწყობა არ მქონდა... შემდეგ თემა ძალიან არასასურველ კონტექსტში აიწია, ჟურნალისტებმა გაასკანდალურეს და რაც ყველაზე სამწუხაროა ჩემტვის ძალიან ცუდად ჩაერთო ამ თემაში მისი შვილი, რომელმაც უზრდელობის და თავხედობის უმაღლესი დონე გამოამჟღავნა. ამას ასე არ დავტოვებ. მე ვაპირებ , ამასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გავმართო და სერიოზული განცხადება გავაკეთო, ამასთან დაკავშირებით მე მართლა გავაკეთებ სერიოზულ განცხადებას და, რასაკვირველია, პრესაც და ტელევიზიაც იქნება ინფორმირებული, რატომ აქვს ინგას შვილს აგრესია და საიდან მოდის ეს ყველაფერი!.. სხვათაშორის მე არ ვიცოდი, მისი გამოხტომის შემდეგ დამირეკა ასეულობით ადამიანმა, ბევრმა გამახსენა რაღაც თემები,სადაც პირადად იკვეთება ინგას შვილის... იკვეთება კი არა პირდაპირ ჩანს, ვისი გუნდის აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამაზე გავაკეთებ განცხადებას ამ კვირის განავლობაში. სხვათაშორის არც ეს ვიცოდი და მითხრეს, რომ ეს გოგონა ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მე არ ვკითხულობ ვინ რატომაა შეყვარებული, ვის სად ყავს შეყვარებული... თუმცა მე არ გამიკვირდება, ზოგიერთის ყოფილი ან ახლანდელი შეყვარებული მაღალჩინოსანიც რომ აღმოჩნდეს. აწი ბევრი რაღაცით დავინტერესდები და ძალიან საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. მე არაფერი წამომიწყია... მან სიამაყით აღნიშნა, შეყვარებული მყავსო და ჩემი სიტყვები რატომღა აღმოჩნდა დამაკნინებელი? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ინგას 20 წელია ვიცნობ, მაგრამ ასეთს არა. მე პირადად მისგან ველოდები ამ ყველაფერზე განმარტებას“- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ „ალიასთან“

წყარო „ალია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42