,,ჩვენი ინფორმაციით EPP მხარს უჭერს საქართველოს ვიზალიბერალიზაციას" - თედო ჯაფარიძის განცხადება
პოლიტიკა - 16:42, 27 Mar, 2016     1594
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ,,ევროპის სახალხო პარტიის“ საპატიო პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპელი კოლეგებისთვის ცაკმხრივი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

,,მთელი ქართული საზოგადოება გააოცა ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებამ, რომელიც მან ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს შეეხება.

დღემდე ყველა ევროპულმა ინსტიტუტმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის გამოხატულებაც იქნება სავიზის რეჟიმის გაუქმება. ისმის კანონზომიერი კითხვა: ვის ინტერესებში შედის მსგავსი განცხადება და შეფასებები? ვინ შეიძლება იყოს დღეს საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგი? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოპოზიციური ძალა, კერძოდ კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავის პარტნიორებს სახალხო პარტიიდან არასწორ, ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მსგავსი ქმედება ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აგდებს სახალხო პარტიის წარმომადგენლებს.

ჩვენი ღრმა რწმენით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა იქცეს საქართველოს შიდაპოლიტიკური ბატალიების არენად, არამედ იყოს ინსტრუმენტი კონსოლიდაციის, საქართველოს ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, რომლის გამოძახილიც იქნება ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება.

სწორედ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მისი ურყევობის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისაპრილის სესიაზე. ჩვენ კი კვლავაც ვადასტურებთ მზაობას მივიღოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მათ შორის სახალხო პარტიიდან, რომლებთანაც მზად ვართ კონსტუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ და თავად დარწმუნდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებში.

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დაული უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის ევროპარლამენტის ფრაქციის ევროპის სახალხო პარტიის თავმდომარე და არც ევროპარლამენტის წევრი. ის გახლავთ პარტიის საპატიო პრეზიდენტი. მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესახებ. ამდენად, ბატონი დაულის განცხადება მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია.

სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე დიდხანს და ეფექტურად მუშაობდა ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ეს მთელს ქართველი ხალხს ეკუთვნის და მის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვათა მხრიდან მინიშნებების გარეშეც ერთგულია დემოკრატიის ყველაზე მაღალი მოთხოვნებისადმი“ - ნათქვამია თედო ჯაფარიძის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42