ამის შესახებ ინფორმაციას დღეს ,,კავკაზცენტრი" ავრცელებს.
4 დღეა ეს ჯგუფი გააფრთებული იბრძვის ბამუსა და არშტის დასახლებებს შორის და აწარმოებს ბრძოლებს ალყის გასარღვევად.
პირველი შეტევა განახორციელა შაჰიდების 5-კაციანმა ჯგუფმა, ხოლო დარჩენილმა 8 მებრძოლმა მოახერხა ალყიდან სათადარიგო ბაზაზე გასვლა.
როგორც სხვადასხვა წყაროები გადმოსცემენ, პირველები შახიდები შეებრძოლნენ მოწინააღმდეგეს, რომელთა საერთო რაოდენობა, წყაროს ცნობით, საკმაოდ სოლიდური იყო - დაახლოებით 2000-მდე ადამიანი. ბრძოლის დროს გამოყენებული იქნა ავიაცია და არტილერია.
ფედერალური ძალების ვერსიით, განადგურებულია ათამდე მებრძოლი, თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით არ დადასტურდა. დაღუპულთა რეალური ციფრია - ხუთი.
შეგახსენებთ, რომ ,,კავკაზ-ცენტრის"" წყარო აჩხოი-მარტანოვსკის რაიონიდან კადიროვის მომხრეებზე დაყრდნობით, ადასტურებს, რომ ამ მობილურ ჯგუფთან შეტაკების დროს დაიღუპა 11 რუსი ეროვნების ,,გრუ""-ს სპეცნაზელი.
ბამუტისკენ დაძრულია დამატებითი ფედერალური ძალები , კერძოდ, რუსეთის ,,ეფ-ეს-ბე""-ს, ,,გრუ""-ს და ,,შსს"" შემადგენლობით.
მასალის გამოყენების პირობები






