,,ამბავი ქართველ კაცზე, სექსებზე და რელიგიაზე
2012 წელია. რეგიონში ვმოგზაურობ არჩევნების გასაშუქებლად. ერთ-ერთ ქალაქში ჩასვლამდე მეგობარს დავურეკე და ვთხოვე სასტუმროს და მარშრუტის შერჩევაში დამხარებოდა. მითხრა, რომ სადგურში დამხდებოდა იმ ჟამად იმ ქალაქის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი და მიმიყვანდა სასტუმროში. მართლაც დამხვდა და წამიყვანა. ქალაქს ათიოდე წრე დამარტყმევინა რას აკეთებდა რა უნდა გაეკეთებინა ახსნით, თუმცა ვერ ვხდებოდი ამდენი ასახსნელი რა იყო. ვიფიქრე, ქალაქიდან ჩასულს მეტრიპაჩებოდა. სასტუმროში როგროც კი მიმიყვანა ხელი დაავლო ჩემს ჩემოდნებს და ამატანინა ნომერში. ესაც თავაზიანობაში ჩავუთვალე და დავემშვიდობე. რამდენიმე წუთშიდაკაკუნების გარეშე კარი შემომიღო და საჭმლითა და დასალევით დამადგა თავზე. გამიკვირდა, ვიფიქრე ჩემმა მეგობარმა სთხოვა. მერე ურცხვად შევიდა ჩემი ოთახის ტუალეტში და მიაფსა. ამ დროს დავურეკე მეგობარს და გავარკვიე რომ არანაირი საჭმელი და ექსკურსია უბრალოდ სასტუმრომდე მიყვანა უთხოვია. თავაზიანად ავუხსენი რომ დაღლილი ვიყავი, ბევრი სამქ მქონდა, სადემონსტრაციოდ ლეპტოპიც ამოვიღე და საინფორმაციო გამოშვებაც ჩავრთე. ამ დღეს რომელიღაც დღესასწაული იყო და კურიერში გავიდა სიუჟეტი საზეიმო წირვის შესახებ. ამ კაცმა როგორც კი დაინახა პატრიარქი ფეხზე წამოხდა, პირჯვრის გადაწერა დაიწყო და სადღეგრძელო უნდა დავლიოთ პატრიარქისო. სადგღეგრძელოს ფეხზე მდგომი 10 წუთის განმავლობაში ამბობდა, თან პერიოდულად პირჯვარს იწერდა და ღმერთს ჩვენი პატრიარქის დღეგრძელობას ევედრებოდა. მე დივანზე ვიჯექი, ყურადღებას არ ვაქცევდი და საქმეს ვაკეთებდი. როგორც კი გადაკრა სადღეგრძელო, როგორც კი ჭიქა მაგიდაზე დადო, მომვარდა და ხელების ფათური დამიწყო. გაბრაზებული წამოვხტი, კარს მივარდი და რაც შემეძლო ვუღრიალე გათრიე აქედანთქო. იცით რა ქნა? ისეთი შეურაცხყოფილი სახე მიიიღო, აქეთ გაბრაზებულმა გასვლის წინ მომაძახა- შენ ვერა ხარო“ - წერს ჟურნალისტი.
მასალის გამოყენების პირობები






