”გაოცებული ვარ იმ რეაქციით, რაც გამოიწვია ბატონი მეჭიაურის სიტყვებმა საზოგადოების ნაწილში, მას ქოქოლა დააყარეს, რომ როგორ გაბედა იმის თქმა, რომ თუ ვინმეზე პოლიტიკური პირებიდან არსებობს სერიოზული კომპრომატები, ეს იქნება პირადი ცხოვრების ამსახველი თუ რაიმე სხვა ტიპის, ეს ადამიანები უნდა წავიდნენ. აბა, რა უნდა ქნან? - არ უნდა წავიდნენ? კომპრომატი არის ის, რითიც ადამიანის მანიპულირება შეიძლება. მსოფლიო ისტორიაში კომპრომატი არის ის მასალა, რომლითაც შეიძლება ადამიანს მიაღებინო ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ის სხვა შემთხვევაში არ მიიღებდა” - განაცხადა ბურჯანაძემ თოქ-შოუ ”პოლიტიკაში”.
მისი თქმით, ”პოლიტიკა ვისგანაც დასაცლელია, უნდა დაიცალოს”.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, ამასთანავე ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი მუქარასაც შეიცავდა და რამდენიმე პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს 31 მარტამდე თანამდებობის არდატოვების შემთხვევაში პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.
ამ თემის კომენტოირებისას თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, რომ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მსგავსი ჩანაწერები არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
მასალის გამოყენების პირობები






