აქცია მცხეთაში – მოქალაქეები ერთ ლარად გაყიდული მუზეუმის გასხვისებას აპროტესტებენ
პოლიტიკა - 14:11, 26 Mar, 2016     2325
მცხეთის არქეოლოგიური ბაზის გასხვისების ფაქტი გააპროტესტეს საყდრისის დაცვის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა არაცივილური, დანაშაულებრივი და სამარცხვინოა.

"მცხეთის არქეოლოგიური ბაზა 2015 წლის 18 დეკემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით ვინმე დავით ისახანაშვილზე (რომლის უკან, როგორც ამბობენ, წარსულში მიწების თაღლითურად გაყიდვაში ბრალდებული და საპროცესო გარიგებით გათავისუფლებული კოკა მორგოშია დგას ) სიმბოლურ ფასად -1 ლარად გასხვისდა"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კომიტეტის წევრებს აქვთ ეჭვი, რომ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეებსა და კომპანია "გრანდე გრუპ ჯორჯიას" ხელმძღვანელობას შორის კორუფციული სახის გარიგება შედგა.

კომიტეტში აცხადებენ, რომ გასხვისებული არქეოლოგიური ბაზის ღირებულება ბევრად აღემატება ინვესტორის მიერ ნაკისრ ვალდებულებას 500 00 ლარის ღირებულების ორსართულიანი შენობის აშენება-გარემონტების შესახებ. საყდრისის დაცვის კომიტეტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის განკარულების გაუქმებას და ასევე მუზეუმის შენობის უქონლობის გამო სარდაფში განთავსებული მცხეთის უნიკალური სამუზეუმო ექსპონატების შესაფერის დროებით თავშესაფარში გადატანას მოითხოვენ.

„ იმ ფონზე, როდესაც წლებია არ არსებობს მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი , უნიკალური ექსპონატები მათთვის შეუფერებელ პირობებში ინახება და დღემდე ვერ გამოინახა ტერიტორია ახალი მუზეუმის ასაშენებლად, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობის დატოვებამდე 5 დღით ადრე კი 1 ლარად ასხვისებს არქეოლოგიურ ბაზას. კულტურული მემკვიდრეობის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება საყდრისის უნიკალური მაღაროს აფეთქებაში გამოხატა, თუმცა, ამის მიუხედავად ჩვენი კომიტეტი აგრძელებს ბრძოლას კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და მცხეთის აქციასაც სწორედ ათასობით უნიკალური ექსპონატის გადარჩენის მოთხოვნით ვმართავთ“-აცხადებენ საყდრისის კომიტეტში. კომიტეტის წევრებს აქვთ გონივრული ეჭვი , რომ მაღალი თანამდებობის საჯარო მოხელეებსა და კომპანია “გრანდე გრუპ ჯორჯია“ -ს ხელმძღვანელობას შორის კორუფციული სახის შედგა. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ: მცხეთის არქეოლოგიური ბაზა დაუბრუნდეთ არქეოლოგებს და გაუქმდეს ღარიბაშვილის 2015 წლის 18 დეკემბერის 2757 განკარგულება. მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმისათვის სასწრაფოდ გამოიძებნოს ტერიტორია, ხოლო სამუზეუმო ექსპონატები გადაიტანონ დროებით თავშესაფარში შესაბამისი კლიმატკონტროლის პირობებში. მცხეთის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს ქალაქის ქალაქთმშენებლობის დაგეგმარებაში ისტორიკოსების, ხელოვნებათმცოდნეებისა და დაინტერესებული პირების ჩართულობა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეაჩეროს კომპანია “გრანდე გრუპ ჯორჯია“ -ს მიერ წარმოდგენილი პროექტის განხილვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42