პრეზიდენტის სასახლემ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას უმასპინძლა - ფოტო
პოლიტიკა - 14:05, 26 Mar, 2016     2048
საქართველოს პრეზიდენტის სასახლემ თანამედროვე ხელოვნების გამოფენას „ფოლადის ძაფივით“ უმასპინძლა, რომელზეც სამი თაობის ხელოვანთა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

გამოფენაზე წარმოდგენილია საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტის, კლასიკოსი ხელოვანის, ვერა ფაღავას 1930-1980-იანი წლების ნამუშევრები, თანამედროვე ქართველი ხელოვანების ქეთუთა ალექსი-მესხიშვილისა და თიკა ჟვანიას ტექსტილის ნამუშევრები და თბილისის აბრეშუმის მუზეუმის კოლექციის ნაწილი.

„გამოფენაზე სამი თაობის ხელოვანების ნამუშევრებია წარმოდგენილი. ვერა ფაღავა არაჩვეულებრივი ქართველი ფერმწერი იყო, რომელიც საფრანგეთში მოღვაწეობდა, იგი ჩვენთვის ნაკლებად ცნობილია, თუმცა ძალიან უყვართ ფრანგებს და აინტერესებთ მისი პერსონა. სასახლეში ასევე წარმოდგენილია საინტერესო ნამუშევრები, აბრეშუმის მაქმანები, რაც გვაფიქრებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოში აბრეშუმის წარმოება და დამუშავება.

ასევე სასახლეში წარმოდგენილია თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები, რომლებმაც თავისი კონცეფცია ამ სივრცეს მოარგეს. აქ წარმოდგენილმა სამმა თაობამ მთლიანად წარმოაჩინა, როგორ შეიძლება ამ სივრცეში განლაგდეს სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები.“-აღნიშნა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ.

გამოფენაში მონაწილეობას ასევე, ღია მიმართვით შერჩეული 20 სტუდენტი იღებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი და სახელოვნებო სასწავლებლებიდან შეირჩნენ. გამოფენის სათაური „ფოლადის ძაფივით“, სტუდენტების ჯგუფის მიერ გამოფენაზე წარმოდგენილი ვიდეო ნამუშევრის - „მეაბრეშუმეობის ლაბორატორია“ მიხედვით შეირჩა. გამოფენის მიზანია, აბრეშუმის მსგავსად საქართველოში თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელობისა და მისი პოტენციალის წარმოჩენა.

გამოფენას ორგანიზება გაუწია საგანმანათლებლო ორგანიზაციამ „კამპუსი“. გამოფენა იმართება ვერა ფაღავას პარიზის კულტურული ასოციაცია, თბილისის სახელმწიფო აბრეშუმის მუზეუმი და ნინო ტარასაშვილის კერძო კოლექცის მხარდაჭერით. გამოფენა დღეს გაიხსნა და კიდევ ორი დღე გაგრძელდება.

გამოფენაზე დასწრების საშუალება მოპატიჟებულ სტუმრებს შეეძლებათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42